აზრები იმაზე, ღირს თუ არა ბავშვის წინასწარ მომზადება სკოლისთვის, და როგორ უნდა გააკეთო ეს, დღემდე იყოფა. მასწავლებლების დიდი ნაწილი წუხს იმის გამო, რომ ზოგიერთმა „მომზადებულმა“ ბავშვმა უკვე ყველაფერი იცის და სწავლის დასაწყისში, ინტერესი ეკარგება. როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა ბავშვი სკოლის დაწყების წინ? რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ბავშვის ცხოვრების ახალმა ეტაპმა უმტკივნეულად და წარმატებულად ჩაიაროს? როგორ უნდა მოემზადოს მოზარდი, სკოლის დაწყების წინ?
პირველ კლასში, ბავშვს კითხვას, წერას, დათვლას და მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნას სკოლაში ასწავლიან. ყველაზე ღირებული, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მშობლებს შვილებისთვის - ასწავლონ სწორად აზროვნება, გამართული მსჯელობა, ინფორმაციის გაანალიზება და უმთავრესის დანახვა.
„გაუღვივეთ“ შვილს შემეცნებითი ინტერესი და სიახლის შეცნობის სურვილი. ამაში დაგეხმარებათ წიგნები და ვიდეო სიუჟეტები. ბავშვს უნდა ესმოდეს, რამდენი საინტერესო რამ არსებობს სამყაროში, რისი სწავლაც მოუწევს. ხელი შეუწყვეთ მეტყველების და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ასწავლეთ თქვენს შვილს საერთო ენის გამონახვა თანატოლებთან და უფროსებთან. მნიშვნელოვანია, ასწავლოთ მოსმენის უნარი, გონივრულად დაამტკიცოთ თქვენი აზრი და თავადაც ისიამოვნოთ კომუნიკაციის პროცესით. დაეხმარეთ ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. არ შეგეშინდეთ არასტანდარტულად აზროვნების და მსჯელობის. ეს უნარები განვითარებას საჭიროებს.
საინტერესო საუბრები სეირნობის დროს, ძალიან კარგია, მაგრამ სწორად შერჩეული ლიტერატურა, უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის და მოზარდის განვითარებაში. ზაფხულის არდადეგები კი შესანიშნავი პერიოდია, შვილი საინტერესო წიგნებით დააინტერესოთ.
ისეთი წიგნების შერჩევა ბავშვისა და მოზარდისთვის, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება, ადვილი არ არის. საბედნიეროდ, უკვე არსებობს სხვადასხვა ასაკისთვის სპეციალურად შექმნილი სერიები, რომლებიც საჭირო წიგნებს აერთიანებს. მოდით, მიმოვიხილოთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის” ოთხი სერია, რომელიც არჩევანს გაგიმარტივებთ და დაგეხმარებათ, შეურჩიოთ თქვენს შვილს ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც სკოლის დაწყებამდე მოასწრებს. ნებისმიერი არჩეული წიგნის შეძენას კი, სახლიდან გაუსვლელად, პალიტრა L-ის ვებ-გვერდზე შეძლებთ.
„მოემზადე სკოლისთვის“ გამომცემლობა პალიტრა L-ის სერიაა, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სპეციალურად შეიქმნა. სერია აერთიანებს შემეცნებითი ხასიათის წიგნებსა და თამაშებს, რომელთა დახმარებით, ბავშვი სწავლობს თვლას, სიტყვებს, ხატვას და სხვა საჭირო უნარებს. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თამაშით სწავლა ძალიან ეფექტურია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.
საყმაწვილო სერია „მოსწავლის არჩევანი“ კი გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომელთა გაცნობა მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს.
სერია "კლასიკოსები ბავშვებისთვის" ძალიან ცნობილ მწერლებს სულ სხვა რაკურსით დაგვანახებს. ეს სერია „პალიტრა L-ის“ ხანგრძლივი მუშაობის, ბავშვებისა და მშობლების გამოკითხვით, ფსიქოლოგებისა და პედაგოგების კონსულტაციის გათვალისწინების შედეგად შეიქმნა. სერია 12 წიგნს მოიცავს და იმ ცნობილ ავტორებს აერთიანებს, რომელთაც ბავშვებისთვის დაწერეს წიგნები. გამორჩეულ ავტორებს შორის არიან: ლევ ტოლსტოი, ვირჯინია ვულფი, ჯეკ ლონდონი, უილიამ ფოლკნერი და სხვები.
სერია "ლიბერქიდსი" 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროექტია. ეს სერია, მშობლებს გამზადებულ სიას აწვდის, თუ რომელი წიგნებით უნდა დაიწყონ ბავშვებმა ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობა. ამ სერიის შემქნაში, მშობლებთან ერთად ბავშვებიც იყვნენ ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევდნენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველისთვის. პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ავტორების ბესტსელერები ქართულ ენაზე გამოიცემა. მოზარდებს კი შეუძლიათ ჩაერთონ მსოფლიო ლიტერატურულ „მარათონში“, რომელიც უამრავი საინტერესო ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
იმედი გვაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ, იპოვოთ საჭირო წიგნი, რომელიც თქვენს შვილს კითხვას შეაყვარებს.