რუსეთში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. რუსეთში მცხოვრებმა ქეთა თოფურიამ ქალიშვილი ოლივია სკოლაში შეიყვანა. მან არჩევანი პრიმაკოვის სახელობის გიმნაზიაზე გააკეთა, რომელიც მოსკოვში, ოდენცოვოს ოლქშია და საუკეთესო სკოლებს შორის შედის, სადაც ბავშვები 3-დან 18 წლამდე სწავლობენ, სხვადასხვა საფეხურზე და ყველა მათგან გიმნაზიაში კონკურსის საფუძველზე იღებენ.
სკოლაში რამდენიმე ენა ისწავლება, თუმცა ინგლისურია პრიორიტეტული.
სწავლა წელიწადში საშუალოდ 800 ათასი რუბლია, რაც დაახლოებით 11 ათას დოლარს შეესაბამება.
საინტერესოა ისიც, რომ სკოლის დირექტორი ქართველია - მაია მაისურაძე.