ხშირად გვესმის, რომ ქართველი დედები შვილებზე განსაკუთრებულად მიჯაჭვულები ვართ, უცხოელები კი სრულწლოვან შვილებს მშვიდად ისტუმრებენ სახლიდან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგალითად, ცნობილ რუს სუპერმოდელს ნატალია ვოდიანოვას 21 წლის ვაჟის სახლიდან გაშვება ისე უჭირს, რომ მისმა დარდმა მთელი ოჯახი მოიცვა.
როგორც იცით, ნატალია ვოდიანოვა 5 შვილის დედაა, უფროსი შვილები: 21 წლის ლუკასი, 15 წლის ნევა და 14 წლის ვიქტორი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე ქორწინებაში კი მას კიდევ ორი ვაჟი, 5 წლის რომანი და 7 წლის მაქსიმი შეეძინა. ახლახან სუპერმოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მისი ხუთივე შვილი დადარდიანებულები ერთმანეთს ჩახუტებიან. საქმე იმაშია, რომ უფროსი ბიჭი, ლუკასი აშშ-ის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვდა და სახლიდან უნდა გაემგზავროს.
„ის მომენტი დადგა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩემი ერთ-ერთი შვილი სახლიდან მიდის და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება. მესმის, რომ მის ცხოვრებაში კარგი რამ მოხდა, მაგრამ ჩემი გული სხვას ამბობს. ჩემი დარდის მიუხედავად, ძალიან ვამაყობ ჩემი დიდი ბიჭით“ - წერს ნატალია ვოდიანოვა და პოსტს გამომშვიდობების ემოციურ ფოტოს ურთავს.
ნატალია ხშირად ანებივრებს გამომწერებს შვილების ფოტოებით, თუმცა ძალიან იშვითად შეხვებით ფოტოს, რომელზეც მისი ხუთივე შვილი ერთადაა. ეს ფოტო სწორედ ასეთი გამონაკლისია.