მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი მორიგ საშინელ კოვიდსტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ, უმარტივესია - შემოდით ჩემს გვერდზე მარჯვნივ სამი წერტილია და ბლოკიც მანდვეა!!!
სიკვდილსაც ხომ გააჩნია.
ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს - “შავი პარკი”
ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი - ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში. როცა გამზადებული ჰქონდა ლამაზი კაბა, ფეხსაცმელები, - როცა მოვკვდები, ბებო, ესენი ჩამაცვითო, დაგვიბარა.
კიი, მაგრად შევუსრულეთ სურვილი.
ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?
ფრაზები, რომ - გრიპით მეტი კვდება, გულით, ინულტით, სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ!!!
ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის, რომ - საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ,
- არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და - სულაც არ არსებობს კოვიდი…
მე სიტყვებიც აღარ მრჩება, რაიმე გითხრათ ….
დღეს კიდევ 81.
როდემდე?"