კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ნატო ფხაკაძის ახალშობილების მდგომარება მძიმეა. ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე, საკეისრო კვეთით, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" დაიბადნენ. ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.
47 წლის ქალი შვილს ათი წლის განმავლობაში ელოდა. სოციალურ ქსელში ნატო ფხაკაძის გარდაცვალებას მისი მეგობრები ეხმაურებიან და წერენ, რომ ვერაგმა დაავადებამ ქალის სიცოცხლე შეიწირა.
ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი.
"28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, პარამეტრების შემცირებასაც ვერ ვახერხებთ, ვითარებას დღენაკლულობა ამძიმებს. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნემვონიით.განაგრძეთ კითხვა