სალომე ჩიტაძეს, მუსიკოსსა და მომღერალს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ის „ნონსტოპ“ ბენდის წევრია და წარმატებული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს კარიერულ საქმეში.
სალომე მომღერალ მაკა ზამბახიძის შვილია, დედა-შვილი საკმაოდ პატარა ასაკში დაქორწინდნენ და დედებიც მალე გახდნენ, ამიტომაც მაკა უკვე ახალგაზრდა ბებიაა. შვილის ორსულობისა და მშობიარობის თემაზე მაკა ძალიან ღელავდა, ერთ სული მაქვს როდის დაიბადება პატარაო - ამბობდა. და აი, დღეს პატარა მიქაელი მოევლინა ქვეყანას, გახარებული ბებია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მილოცვებს იღებს:
“ ახალგაზრდა ბებიას სათანადო მოლოცვები. მე ვამაყობ ჩემი ძლიერი სალომეთი! ეს იყო გამაოგნებელი საყურებელი, თუ როგორ იბრძოდა ბოლომდე თავის შვილთან შესახვედრად (ყველანაირი გაუტკივარების გარეშე). მე დავესწარი და ამითაც ვამაყობ. გილოცავ, ჩემო შვილო, მიქაელის დაბადებას“.
თეკლა ჟვანია