პაატა იმნაძის ქალიშვილი, ტატა იმნაძე მეორე შვილის დედა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, ლიზი იმნაძე ავრცელებს. ტატა იმნაძეს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ილია დაარქვეს.
"მეორეჯერ დეიდა. ილია კობახიძე 03.09.21", - წერს ლიზი და კადრებს აქვეყნებს, თუ როგორ მირბის საგულშემატკივროდ და როგორ ულოცავს პაატას კიდევ ერთი შვილიშვილის შეძენას.
ტატა იმნაძე გუშინ "ფაიზერის" მეორე დოზით პირდაპირ ეთერში აიცრა, რომლის ამსახველი კადრებიც ასევე მისმა დამ, ლიზიმ გაასაჯაროვა.
პაატა იმნაძე: "მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჩემს შვილებს კიდევ უფრო დავუახლოვდი"