მომღერალი სალომე ჩიტაძე გუშინ დედა გახდა. მას და ირაკლი ცაბაძეს პატარა მიქაელი შეეძინათ. სალომეს დედამ, მაკა ზამბახიძემ, შვილიშვილის დაბადება თავად აცნობა საზოგადოებას. დღეს კი ახალბედა დედამ მოიცალა სოციალური ქსელისთვის და გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ამხნევებდა დედა მშობიარე სალომეს. მაკა შვილის მშობიარობას დაესწრო და როგორც ვიდეოდან ჩანს დედა შვილი პატარა ანგელოზის მოვლენას გალობით ეგებებოდნენ.
გთავაზობთ სალომეს სტატუს უცვლელად:
„პირველი სამედიცინო ცენტრი, ადგილი, სადაც მოევლინა ჩემი პირველი საკუთარი სიყვარული. უღრმესი მადლობა მინდა ჩემს ოქროსხელება გინეკოლოგს გადავუხადო იმისთვის, რომ დამეხმარა, ყველაფერი სწორად გამეკეთებინა (მეცადა მაინც, ყოველ შემთხვევაში). ვცდილობდი მაქსიმალურად სწორად გავყოლოდი მას ამ ურთულეს გზაზე. ძალიან დიდი მადლობა, სალი, ამ სიხარულისთვის. ახლა მესმის, რა დონის მდიდარი ადამიანი ხარ, როცა შენს მიმართ ასეთ გრძნობას განიცდიან, როგორიც მე მაბადია ახლა.
ასე ვეგებებოდით ჩემს პატარა მიქაელს მე და დედა.
ირაკლი ცაბაძე, მადლობა, რომ არსებობ და ჩემს სიყვარულს იზიარებ. ეს ჩვენი პირადი სუნთქვა ჩემგან შენ.
ეს განცდები სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება.
როგორც აქამდე ვიყავი დარწმუნებული, ყველა ტკივილი, ყველა ცრემლი და ყველა ამოხვნეშა ღირდა ამ დღედ
03.09.2021
07:45“
თეკლა ჟვანია