კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი ვაჟი ნიკოლა 3 წლის გახდა. მშობლებმა ინსტაგრამზე რამდენიმე ემოციური ვიდეო და ფოტო გამოაქვეყნეს ამასთან დაკავშირებით.
"Happy 3 rd birthday my sunshine Nicolas
ჭყვიტინა და ენატიტინა 3 წლის გახდა", - დაწერა ანუკი არეშიძემ და ნიკოლას დაბადების დღის ფოტოებიც გაასაჯაროვა.
ნიკოლას დაბადების დღე ვიწრო წრეში აღუნიშნეს. მისი ძმების გარდა, სულ რამდენიმე ბავშვი ესწრებოდა დღეობას. პატარას სამი ტორტი ჰქონდა - ერთი ძირითადი, და ორი, სავარაუდოდ, საჩუქრად მირთმეული.