განო მელითაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, თუ როგორ გადაიტანა კოვიდი და ასევე რეკომენდაციებს, რაც ექიმებისგან მიიღო ბოლო 3 კვირა:
"არ იყო იოლი 3 კვირა!
ჩირიკომ "გაცინებული განოებიც" კი დახატა ჩემს გადასარჩენად
77 სატურაციაც იყო, 2000 დიდიმერი, ჟანგბადის ბალიშიც, დაუსრულებელი სიმპტომებიც....
და რაც ყველაზე მტკივნეული იყ,ო საუკეთესო მეგობრის 4-კაციანი ხელმოწერის გაცდენა, სადაც მეჯვარე ვიყავი! მართლა მთელი ბავშვობა რომ ვგეგმავდით, როგორი იქნებოდა ეს დღე.
მაპატიე, რომ ვერ ვიყავი თქვენთან ერთად, მთელი გულით განვიცადე.
მაგრამ იოლი იყო ამ 3 კვირის სიყვარულით, იმედებით, პოზიტივით და ნაბიჯების აპლიკაციით გადაგორება!
კოვიდი არ არის პანაცია! ის ვირუსია და შენ შეგიძლია მისი პრევენცია!
აცრით, დისტანციით, რეგულაციების მიყოლით, ვარჯიშით, ან მისი დამარცხება გონებით!
შეგიგროვეთ ის მარტივი რჩევები, რომლებიც მართლა ვირტუოზი ექიმებისგან მივიღე ბოლო 3 კვირის მანძილზე და გამომაჯანმრთელა!
ამ ვიდეოში ის მომენტებია ასახული, რომელმაც კოვიდის რთული მომენტების დაძლევის ძალა მომცა, ამიტომ მხოლოდ პოზიტივს გიზიარებთ!
მე დავამარცხე კოვიდი! შენც შეგიძლია".