როგორც ცნობილია, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უფროსი ქალიშვილი, 16 წლის მოდელი დევა კასელი ვენეციაში იმყოფება დოლჩე და გაბანას ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად. დევამ დედასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა ვენეციიდან.
თუმცა ამჯერად სოციალურ ქსელში მის სხვა ფოტოებზე ალაპარაკდნენ. 16 წლის დევამ 17 წლის რჩეულთან ერთად გამოაქვეყნა ფოტოები - ერთგან წყვილი სასტუმროს ნომერშია ერთად, მეორეგან კი წვეულებაზე ერთმანეთს საჯაროდ კოცნიან.
ფოტოებს აჟიოტაჟი პირველ რიგში წყვილის ასაკის გამო მოჰყვა - ორივე არასრულწლოვანია. თუმცა ჯერ კიდევ შარშან, 15 წლის ასაკში გამოაჩინა დევამ მანეკენი ლუკა სალანდრა და უკვე მაშინ წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთობლივ ფოტოებს. ერთადაც ისვენებდნენ და როგორც ჩანს, მშობლებიც არ ეწინააღმდეგებიან მათ ურთიერთობას.