რა არის ცნობილი პილოტზე, რომელმაც 180 მგზავრი გადაარჩინა: "10 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით ნე­კოს"
რა არის ცნობილი პილოტზე, რომელმაც 180 მგზავრი გადაარჩინა: "10 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით ნე­კოს"
"ნამ­დვი­ლი გმი­რი" - სწო­რედ ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ პი­ლოტ თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილს, რო­მელ­მაც დღეს ქვე­ყა­ნა უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის­გან იხ­სნა. თბი­ლი­სი-ვე­ნის ავი­ა­რე­ისს აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, თვითმფრი­ნა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ცაზე დაფ­რი­ნავ­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, პი­ლოტ­მა მისი უსაფრ­თხოდ დას­მა შეძ­ლო.

თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლის გმი­რო­ბის ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი გახ­და ცნო­ბი­ლი. მას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს, მცირეწლოვანი ნეკო.  სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რომ ბატონი თემური და მისი მეუღლე თა­მარ მერ­ლა­ნი 10 წელი ელოდნენ შვილს.
"10 წელი ვე­ლო­დე­ბო­დით ნე­კოს. შე­მოდ­გო­მის წვი­მი­ან დღეს და­ი­ბა­და ჩემი გა­ზა­ფხუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­გოა. თავ­ზე
ნიშ­ნით და­ი­ბა­და და ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ უფალ­მა ვარ­სკვლა­ვი მო­წყვი­ტა და ჩვენ­თან გა­მო­უშ­ვა. ნეკო ნამ­დვი­ლად არის უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი. სი­კე­თით სავ­სე გო­გოა, თვა­ლებ­ში ციმ­ცი­მა ვარ­სკვლა­ვე­ბით", - ამ­ბობს თა­მარ მერ­ლა­ნი.
იხილეთ სრულად
4809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მახო
0
გაიხარე პოლიი , დაოჯახებულხარ , ღმერთმა გაბედნიეროს!!!
23:26 / 07-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი