"მთავარ აქცენტებში" თინა ხიდაშელმა ისაუბრა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ასევე, თუ როგორ მოხდა მისი ჯანმრთელობის დამძიმება კორონავირუსის პერიოდის შემდგომ.
"2 თვის წინ საერთოდ ვერ დავდიოდი, ეტლში ვიჯექი. ახლა ოთახის დისტანციას გავდივარ, თუმცა 2 ჯოხით და ოჯახის წევრების დახმარებით. ესეც საოცრად მღლის, ერთი ოთახის იქით აღარ შემიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, მის გადარჩენა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი იყო მისი მეუღლის, დავით უსუფაშვილის უარი მის ხელოვნურ კომაში გადაყვანასა და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.
"მისი პოზიცია იყო ასეთი, 48 საათი მივცეთ და თუ ორგანიზმი ვერ გაუმკლავდა, შემდეგ ვიფიქროთ ამაზეო. ეს აღარ გადათქვა და ნაცვლად ხელოვნური კომისა, ეარ ფლოუს აპარატზე შემაერთეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო ის კრიტიკული გადაწყვეტილება, რისი წყალობითაც გადავრჩი. მეორე ფაქტორი გახლდათ ის, რომ არავითარი თანმხლები დაავადება არ მქონია და გადამარჩინა სწორედ იმან, რომ ვირუსს აბსოლუტურად ჯანმრთელი დახვდა ყველა ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ "დამოგზაურობდა" ღვიძLიდან თირკმელზე, თირკმლიდან გულზე და ასე შემდეგ, ვერსად იპოვა "ჩასაჭიდი", - ამბობს თინა ხიდაშელი.
ვიდეო: მთავარი არხი