სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც სათამაშოების სექციების თაროებზე გვხვდება, არ არის უსაფრთხო ბავშვებისთვის. ფენოლი, ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა ტოქსიკური და მავნე ნივთიერებები შეიძლება საბავშვო სათამაშოების შემადგენლობაში იყოს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოს არჩევას დიდი ყურადღებით მოეკიდოთ.
1. ხის სათამაშოები
დიდი და მრავალფეროვანი არჩევანიდან, განსაკუთრებით გამოირჩევა ხის გასავითარებელი სათამაშოები. მათ ბევრი უპირატესობა აქვთ, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ხარისხია. ხის სათამაშოები ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისაგან მზადდება და ბავშვის ყველაზე ადრეული ასაკიდან გამოიყენება. ხის სათამაშოებს აქვს გლუვი ზედაპირი და შეღებილია არატოქსიკური საღებავებით, ამიტომ მისი პირში ჩადება პატარებისთვის სრულიად უსაფრთხოა.
ხის სათამაშოების სარგებელი დამტკიცებულია. ხეს სასიამოვნო და საკმაოდ მრავალფეროვანი ფაქტურა აქვს, რაც ხელს უწყობს თითების მცირე მოტორიკის განვითარებას. პატარები, ხის სათამაშოების დახმარებით, ბევრ ინფორმაციას იღებენ.
ვუდსი - ხის სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოებაში მხოლოდ ბუნებრივ და მაღალი ხარისხის მასალებს იყენებს: არყის ხის ფანერა, ნატურალური ტყავი, წიფლის და ცაცხვის მერქანი.
ვუდსის ხის სათამაშო იარაღები განკუთვნილია როლური თამაშებისთვის, რაც ძალიან მნიშნელოვანია, ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის.
2. რბილი სათამაშოები
უსაფრთხო სათამაშოების სიაში საპატიო ადგილს იკავებს რბილი სათამაშოები, რომლებიც ბავშვების სხვადასხვა ასაკს ერგება. რბილ სათამაშოებს არ აქვს უხეში, წვეტიანი კუთხეები და მყარი ნაწილები, რაზეც შეიძლება ბავშვმა თითი გაიჭრას, ან რამე დაიზიანოს. რბილი სათამაშოები ტაქტილური შეგრძნებების განვითარებას ადრეული ასაკიდან უწყობს ხელს. თამაშის დროს, ბავშვი იღებს ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ.
ნულუს ქართული ხელნაკეთი სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული მასალებისგან. იკერება ბუნებრივი ქსოვილისაგან (100% ბამბა, ტილო). სათამაშოების ტანსაცმელი გახდადი და რეცხვადია. ნულუს საავტორო სათამაშოებს ექსკლუზიური დიზაინი აქვს, პერსონაჟები სათნო და კეთილი სახეებით გამოირჩევიან.
3. ხის უპედლო ველოსიპედი
კოკიტო - ქართული ბრენდია, რომელიც ხის, ეკოლოგიურად სუფთა, უპედლო ველოსიპედებს აწარმოებს. უპედლო ველოსიპედის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ბავშვი ადვილად სწავლობს მასზე წონასწორობის შენარჩუნებას. ამას გარდა, თანაბრად იტვირთება ორივე ფეხი, რაც ფეხის კუნთების განვითარებას უწყობს ხელს. უპედლო ველოსიპედი აუმჯობესებს ფეხისა და ხელის შეთანხმებულ კოორდინირებას, მატებს თავდაჯერებულობას და ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას.
საქართველოში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სათამაშოების შეძენა შეგიძლიათ სათამაშოების მაღაზიათა ქსელში - „პეპელა“.