"მე აცრილი ვარ... მით უმეტეს, ვარ ფეხმძიმედ... ამით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს მომავალ შვილს, ჩემს ახლობლებს" - ნატალია ქუთათელაძე
"მე აცრილი ვარ... მით უმეტეს, ვარ ფეხმძიმედ... ამით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს მომავალ შვილს, ჩემს ახლობლებს" - ნატალია ქუთათელაძე
მომღერალი და ტელეწამყვანი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც ორსულად არის, აიცრა. ამის შესახებ მან ტელეეთერში ისაუბრა და სხვებსაც მოუწოდა იმავესკენ:

„ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დღეს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თავიანთი პროფესია – მაგალითად, ხელოვანები დარბაზებში დაბრუნდნენ და მაყურებელს შეხვდნენ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია.

მე უკვე აცრილი ვარ, მით უმეტეს, ვარ ფეხმძიმედ. ამით ვიცავ ჩემს თავს, ჩემს მომავალ შვილს, ჩემს ახლობლებს.

მე ვთვლი, რომ ყველა, ვინც იქნება აცრილი, გადაარჩენს სამყაროს ამ ვერაგი ვირუსისგან. ამიტომ გთხოვთ, რომ აიცრათ".
იხილეთ ვიდეო
1923
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი