სტივენ ლუის მოგფორდმა 65 წლის ასაკში მიაღწია ყველაფერს, რაზეც ოცნებობდა. შემდეგ კი მშვიდად გავიდა საყვარელ ქალთან ერთად პენსიაზე. თუმცა, ვერც წარმატებულმა კარიერამ, ვერც კავშირებმა და ვერც ფინანსებმა ვერ იხსნა მისი უახლოესი ადამიანები სიკვდილისგან.
სტივენ ლუის მოგფორდი 65 წლის ბრიტანელი მულტიმილიონერია. ბევრი წლის განმავლობაში ის სხვადასხვა ბიზნესის მფლობელი იყო. მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა - მომგებიანი ბიზნესი, კოლეგების პატივისცემა, ქალების ყურადღება... თუმცა, ცხოვრებამ არაერთ განსაცდელს შეახვედრა.
საქმე ისაა, რომ მოგფორდის პირველი მეუღლე 2016 წელს 61 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ბარბარასთან ბიზნესმენს ორი ქალიშვილი ჰყავს. სამი წლის შემდეგ სტივენს კვლავ შეუყვარდა და გადაწყვიტა, ოჯახი თავიდან შეექმნა. სხვათა შორის, მაშინ მისი შვილები იმავე ასაკის იყვნენ, რამდენისაც მეორე მეუღლე. მილიარდერის რჩეული 34 წლის ბერძენი ქალი, სახელად ელსი იყო. მოგფორდმა ის ოჯახში თავის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად მიიღო, რომლებიც ქალს წინა ქორწინებიდან ჰყავდა. 3 წელი წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, ხშირად სამეფო ოჯახის წევრებიც კი ეპატიჟებოდნენ ხოლმე, ბევრი იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო და უამრავი კარგი მოგონება დააგროვეს. ახალგაზრდა მეუღლემ ბიზნესმენი დაარწმუნა, რომ ცხენზე ჯირითი ესწავლა. ეს ქალის ძალიან დიდი ხნის გატაცება იყო. მოგფორდმა საყვარელ მეუღლეს საკუთარი თავლა აჩუქა ცხენებით.
ამ ზაფხულს ოჯახმა გადაწყვიტა, ესპანეთში წასულიყო დასასვენებლად - იქ მათ საკუთარი ვილა აქვთ. სწორედ იქ იპოვეს ელსი გარდაცვლილი. ჯერჯერობით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის 37 წლის იყო.
ახლობლების თქმით, ელსიმ ინსტაგრამზე იახტის სურათები გამოაქვეყნა, რომლითაც ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მხიარული და ბედნიერი ფოტოების შემდეგ ქალს გარდაცვლილს იპოვიდნენ.
როგორც მოგფორდის მეზობლები ამბობენ, მის სახლში ხმაური არ წყდება. კაცის მწუხარების გასაზიარებლად უამრავი ადამიანი მიდის.
"ელსი იყო შესანიშნავი ცოლი, დედა, ქალიშვილი, და და მეგობარი და ვინც მას იცნობდა, დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან მოენატრება."- ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ჟურნალისტებთან.