"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს" - მშობლები

"საქართველოში იქნება მე-5 ტალღა, მაგრამ არა ისეთი მძიმე, როგორც მე-4... უახლოეს დღეებში შემოვიტანთ ახალ მედიკამენტებს"

2021-09-07 06:45:43+04:00

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა ისე­თი მძი­მე, რო­გო­რიც მე-3 და მე-4 ტალ­ღა იყო. თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ.

“მე-5 ტალ­ღა სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არ მგო­ნია იყოს მძი­მე. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი უკვე გა­და­ვი­ტა­ნეთ. ამის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, ის რომ წა­მოგ­ვე­წე­ვა ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ნამ მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა მეტი, ეს არის ერთ-ერთი დამ­ცა­ვი ბა­რი­ე­რი, რომ ჩვენ­თან მე-5 ტალ­ღა იყოს შე­და­რე­ბით რბი­ლი.

ასე­ვე ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო მე-4 ტალ­ღის დროს, სი­ცო­ცხლის ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გე­ბი გვქონ­და და მე­ტად გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს. მე­დი­ცი­ნა მუდ­მივ პროგ­რეს­შია, ჩნდე­ბა ახალ-ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მთავ­რდე­ბა ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია უფრო მე­ტად, ვიდ­რე დღეს არ­სე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა, გპირ­დე­ბით, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ტანს და ესეც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს გა­მო­სა­ვალს.

ყვე­ლა­ფე­რი ეს მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პროგ­ნო­ზი არის სა­ი­მე­დო, რათა ვი­ყოთ იმე­დი­ა­ნად. მე-5 ტალ­ღა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ არა ისე­თი რო­გო­რიც მე-3 და მე-4 ტალ­ღა”, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ი­წყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბაც.

„რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, და­ი­წყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბაც. პა­ცი­ენ­ტი რო­დე­საც ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი დგე­ბა 2-3 კვი­რის შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის პიკი 2-3 კვი­რით იგ­ვი­ა­ნებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის პიკ­თან მი­მარ­თე­ბით. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბაც იგ­ვი­ა­ნებს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3 კვი­რით. იმე­დი უნდა ვი­ქო­ნი­ოთ, რომ მი­ვაღ­წევთ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კლე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

იხილეთ სრულად