ახალშობილის კანის მოვლა - დედების მთავარი საზრუნავი - მშობლები

ახალშობილის კანის მოვლა - დედების მთავარი საზრუნავი

2021-09-07 08:32:27+04:00

როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო მოვლის საშუალებები და რა სახის მოვლა სჭირდება ჩვილის კანს - ამ თემაზე გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი მაია ხერხეულიძე.

ფიქრობთ, რომ ყველა პროდუქტი უსაფრთხოა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით!

ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელსაც ოჯახის თითოეული წევრი მოუთმენლად ელოდება, ყველაზე დიდი ბედინერება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. დაბადებისთანავე პატარა იწყებს მისთვის ახალ გარემოსთან შეგუების რთულ პროცესს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილის სწორი კვების, მოვლის, დღის რეჟიმის ჩამოყალიბების, განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც პატარას ჯანმრთელობისა და განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ახაშობილის და ჩვილი ბავშვის კანი, შეიძლება ვთქვათ რომ ყველაზე დიდი ორგანო და მნიშვნელოვანი ბარიერია, რომელიც იცავს ბავშვის ორგანიზმს გარე ფქტორების ზემოქმედებისგან და ამასთან ერთად ასრულებს გამომყოფ, მგრძნობელობით, სუნთქვით, იმუნურ, თერმორეგულაციის ფუნქციას. მოზრდილებთან შედარებით ჩვილის კანი უფრო ნაზია, ფაქიზი, ადვილად ზიანდება და ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რათა თავიდან იყოს აცილებული კანის ზედაპირიდან სხვადასხვა გამღიზიანებელი ფაქტორის, მათ შორის ინფექციის შეჭრა და სხვადასხვა დაავადების განვითარება. სწორედ ამიტომაც კანის ჰიგიენა ბავშვის ჯანმრთელობის საწინდარია. ეს ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

ბავშვის დაბადებისთანავე იწყება განსაკუთრებული საზრუნავი იმაზე, თუ რომელი ბრენდის კანის მოვლის საშუალებები გამოვიყენოთ. მრავალფეროვან პროდუქტებს შორის სწორი არჩევნის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა ამ საკითხს თავს ვერც ერთი მშობელი ვერ არიდებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ კანის მოვლის საბავშვო პროდუქციის არჩევისას:

შამპუნი, დასაბანი გელი, კანის დამატენიანებელი და საფენის ქვეშ წასასმელი კრემი – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად სჭირდება თქვენს პატარას, რომ მისი კანი მოვლილი და ჯანმრთელი იყოს, განასაკუთრებულ შემთხვევებში ეს ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

ბავშვთა მოვლის საშუალებების შეძენისას არჩევანი უნდა გააკეთოთ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე, რომლებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რადგან ჯანსაღი პროდუქტი ორგანიზმის ჯანმრთელობის უმთავრესი პირობაა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია გულისხმობს რომ მისი წარმოებისას არ გამოიყენება შხამ-ქიმიკატები და ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, რომ ის მზადდება მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან, საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით. მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის კანის მოვლის საშუალებები იყოს ჰიპოალერგიული, რომ თავად არ გამოიწვიოს ჩვილის ნაზი კანის გაღიზიანება.

როგორ გავიგოთ, თუ რამდენად უსაფრთხოა ის ინგრედიენტები, რომელბიც შედის ჩვენი შვილების მოვლის საგნებში?

გაეცანით კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობას. უსაფრთხო პროდუქციის არჩევანს გაგიადვილებთ არაკომერციული ორგანიზაცია EWG- (გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფი). გახსოვდეთ პროდუქციაზე მოცემული EWG VERIFIED ™ ნიშანის არსებობა გულისხმობს, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ქიმიურ მინარევებსა და ალერგენებს

ნიშანი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ!

mshoblebi

ათასობით სამომხმარებლო პროდუქტის ბაზარზე, რთულია იმის გარკვევა, თუ რომელია თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

EWG VERIFIED ™ ნიშანი აკეთებს ამ საქმეს თქვენთვის

როგორ უნდა მოუაროთ ახალშობილის და ჩვილის ნაზ კანს?

კანის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურაა დაბანა. 6 თვემდე ასაკში მიზანშეწონილია ჩვილის ყოველდღიური, 6 თვის შემდეგ კი დღეგამოშვებით დაბანა. მეტად მნიშვნელოვანია დასაბნი საშუალების სწორად შერჩევა. ჩვილის დასაბანი გელი მიზანშეწონილია იყოს ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან შემდგარი და ჰიპოალერგიული. ერთ ერთ ასეთ დასაბან საშუალებას მიეკუთვნება კანადური ეკომეგობრული ბრენდის Attitude Baby leaves - შამპუნი და ტანის დასაბანი გელი ორი ერთში, რომელიც ეფუძნება მოცვის ფოთლების ექსტრაქტს და გლიცერინთან კომბინაციაში, აქტიური ინგრედიენტების წყალობით უზრუნველყოფს თმისა და ტანის ნაზ წმენდას და ტენიანობის შენარჩუნებას.

დაბანის და გამშრალების შემდეგ მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, რისთვისაც Attitude Baby leaves ნატურალური ტანის ლოსიონი გამოგადგებათ. მოცემული პროდუქტები დამზადებულია მოცვის ფოთლის ექსტრაქტისგან, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. როგორც დსასაბანი საშუალებები ისევე ტანის ლოსიონი გამდიდრებულია ავოკადოსა და შის ზეთით რომლებიც უზრუნველყოფს კანის კვებას და აძლიერებს მის ბარიერულ ფუნქციას. მოცემული პროდუქტები შეიცავენ აგრეთვე მორინგას თესლის ექსტრაქტს, რომელიც ცნობილია, როგორც სასწაულმოქმედი ხე და ხელს უწყობს ნაზ გამწმენედ ეფექტსა და დეტოქსიკაციას.

mshoblebi

ჩვილ ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს საფენის დერმატიტი, როდესაც საზარდულის მიდამოში საფენის შეხების ადგილებში ვითარდება კანის სიწითლე, გაღიზიანება, გამონაყარი და ხშირ შემთხვევაში აქერცვლა. საფენის დერმატიტი განპირობებეულია საფენის ე.წ. ოკლუზიური ეფექტით, შარდი და განავლოვანი მასებით დაბინძურება იწვევს კანის გაღიზიანებასა და აქერცვლას და ზრდის ინფექციის შეჭრის რისკს, რასაც საბოლოოდ მოყვება დერმატიტის განვითარება. კანის დაზიანების რისკი იზრდება დიარეის, საფენის შემადგენელ ან მოვლის საშუალებებზე ალერგიის, საფენის არახშირი გამოცვლის, ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში. საფენის დერმატიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, საფენის ხშირი გამოცვლა (2-3 სთ-ში ერთხელ), გამოცვლისას ბავშვის ჩაბანვა, კარგად გამშრალება, რათა არ შეყვეს საფენის მიდამოში ტენი და სპეციალური საფენის ქვეშ წასასმელი დამცავი მალამოს გამოყენება. ასეთ მალამოს მიეკუთვნება Attitude Baby leaves - საფენის ქვეშ გამოსაყენებელი კრემი, რომელიც ერთის მხრივ შეიცავს თუთიის ოქსიდს, რიმელიც ხელს უწყობს კანის სიმშრალის შენარჩუნებას და ტენის ბლოკირებას, მეორეს მხრივ კი გვირილის, როზმარინის და მოცვის ექსტრაქტებს და შიის ზეთს, რომელთა კომბინაცია ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მისი გამოყენება საფენის ქვეშ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დაიცავს პატარას კანს გაღიზიანებისგან.

Attitude baby leaves საბავშვო პროდუქცია შექმნილია ნატურალური, მცენარეული და უსაფრთხო ინგრედიენტებისგან, არ შეიცავს ქიმიკატებს, არომატიზატორებს, პოტენციურად საშიშ კონსერვანტებს, ჰიპოალერგიულია, შემოწმებულია გარემოს დაცვის ჯგუფის მიერ და შესაბამისობაშია ხარისხისა და გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდართებთან. წარმოებულია კანადაში.

ძვირფასო მშობლებო, გაითვალისწინეთ ჰიგიენის დაცვის რეკომენდაციები, სწორად შეარჩიეთ ბავშვის მოვლისთვის გამოსაყენებელი პროდუქტები, რათა ხელი შეუწყოთ თქვენი პატარას ჯანმრთელობას.

R