ვაქცინირებული პირებისთვის 13 სექტემბრიდან ლატარია დაიწყება
ვაქცინირებული პირებისთვის 13 სექტემბრიდან ლატარია დაიწყება

ორშაბათიდან ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის“.

„ჯამური საპრიზო ფონდი იქნება 2 მლნ 800 ათასი ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი დაწყებული 100 ლარიდან. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000
ლარი. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და საპრიზო ფონდი იქნება 100 ათასი ლარი. ლოტოტრონის პრინციპით იქნება საბოლოო გათამაშება“,- განაცხადა ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმით, ლატარეისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა და მასში მონაწილეობას ნებისმიერი ის მოქალაქე მიიღებს, ვინც ერთჯერადად მაინც არის აცრილი.
4286
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
შორენა
0
რაა ჰქვია, ბიუჯეტიდან გამოიყოფა??? ხალხის ფულია ბიუჯეტი!!! ამდენი მშიერი ადამიანი დადის ქვეყანაში და მათთვის გამოგეყოთ, უსახლკარო მშიერი ბავშვებისთვის გამოგეყოთ!!! რა უფლებით ხარჯავთ ჩვენს ფულს ისე,რომ ჩვენ არ გვეკითხებით????? უნამუსოებო!!!!!
19:28 / 09-09-2021
გიო
0
რატომ გამოიყოფა ბიუჯეტიდან???? მე მკითხეთ ჩემ გადახდილ თანხებს ასე უაზროდ რომ ხარჯავთ? და რის გამო, აცრის პიარის???????????? ნორმალურები თუ ხართ?? ეგ თანხა მშიერ ბავშვებს დაურიგეთ, იაშვილში შეიხედეთ წელიწადში ერთხელ მაინც, იმათ მიეცით ვისაც მართლა ჭირდება!!! მსგავსი დებილობებისთვის თქვენი ხელფასიდენ დადეთ
22:51 / 08-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი