4 ოქტომბერს სკოლებში შესაძლოა,სასწავლო პროცესი განახლდეს - მინისტრის მოადგილის განმარტება - მშობლები

4 ოქტომბერს სკოლებში შესაძლოა,სასწავლო პროცესი განახლდეს - მინისტრის მოადგილის განმარტება

2021-09-07 09:50:47+04:00

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არსებული ვითარების ფონზე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბერს სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდეს.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გაბუნიას თქმით, მაღალი არ არის სტუდენტების ვაქცინაციის პროცესი, რის გამოც მათ აცრის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აცხადებს გაბუნია.