ნუკი კოშკელიშვილი კლინიკიდან ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, რომ წვეთოვანი აქვს დადგმული. როგორც ის ამბობს, კუჭის ძლიერი ტკივილებით მივიდა კლინიკაში.
ანალიზებმა აჩვენა, რომ გასტრიტი ჰქონდა, რაც მისი ვარაუდით, სწრაფი კვების ობიექტში მირთმეულმა პროდუქტმა გამოიწვია. ექიმებმა დიეტა და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.