წლები გადის, მაგრამ რუსული ესტრადის პრიმადონად წოდებულ ალა პუგაჩოვას სახესა და სხეულზე არ აისახება. უკვე ხუმრობენ კიდეც, რომ ალამ არა მხოლოდ გააჩერა დრო, არამედ უკანაც დააბრუნა.
მას მერე, რაც მომღერალი მასზე ბევრად უმცროს ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს გაჰყვა ცოლად და სუროგატი დედისგან ტყუპი შვილიც გაუჩნდა, მოსკოვთან ახლოს აშენებულ სასახლეში ცხოვრობს და იშვიათად ესწრება წვეულებებს თუ შოუბიზნესურ საღამოებს.
თუმცა ინსტაგრამზე საკმაოდ აქტიურია, ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს თაყვანისმცემლებს.
ერთი პერიოდი იმაზეც საუბრობდნენ, რომ პრიმადონა ფოტოშოპით სარგებლობდა კარგად და მისი ფოტოები არ ასახავდა რეალობას. თუმცა სულ ახლახან თავად წარდგა საზოგადოების წინაშე და ყველა დაარწმუნა, რომ მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ალა და მაქსიმი ერთ-ერთი რუსული სერიალის პრემიერას დაესწრნენ. ალამ ფურორი მოახდინა თავისი დახვეწილი სტილით, ვიწრო წელით და ახალგაზრდული იერით.