საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის "იმედის დღის" სტუმარი იყო. მან დედობაზე, 4 წლის ქალიშვილთან, მერიკოსთან ურთიერთობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეეგუა გოგონა დედის სამსახურში გასვლას.
"მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. მე ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა", - ამბობს წულუკიანი.
როგორი დამოკიდებულება აქვს მერიკოს, როცა დედა სამსახურში მიდის, წულუკიანი პასუხობს:
"ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ მას რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო" - აღნიშნავს წულუკიანი.