ქეთა თოფურიამ 35 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნე - მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად. ტორტზე სანთლებიც ჩააქრო და პერსონალური მილოცვები და სიმღერებიც მიიღო კოლეგებისგან.
გამორჩეული იყო ვალერი მელაძის გამოსვლა, რომელმაც თანამემამულე კოლეგას ქართულად მიულოცა დაბადების დღე:
"გილოცავ დაბადების დღეს! აღტაცებული ვარ, ვამაყობ შენით! ყოველდღე სულ უფრო და უფრო ლამაზი ხარ!"