პირველი სასწავლო დღე ეკატერინბურგის 106-ე სკოლისთვის ნამდვილად ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. სკოლაში მისულ მშობლებსა და მოსწავლეებს იქ ბაროკოს დროინდელი სასახლის ინტერიერი დახვდათ, მოოქროვილი მოაჯირებით, იატაკზე მარმარილოთი და ა.შ. როგორც აღმოჩნა, ბიზნესმენმა ანდრეი სიმანოვსკიმ, რომელსაც ეს სკოლა დაუმთავრებია და მისი რემონტი აუღია თავის თავზე, "ძალიან მოუნდომებია".
მშობლები გაოგნებას ვერ მალავენ. ბევრი პირდაპირ აპროტესტებს ამ "უგემოვნებას" და "ბავშვებისთვის სრულიად შეუფერებელ" გარემოს. რა თქმა უნდა, სკოლის შესახებ უკვე შეიტყო არა მხოლოდ მთელმა რუსეთმა, არამედ ეს ამბავი მის ფარგლებსაც გასცდა. იხილეთ ვიდეო და ფოტოები