"ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ შევძლებდი გავმხდარიყავი დედა..." - ღუდუშაურის კლინიკაში გაჩენილი ტყუპის დედის ემოციები
"ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ შევძლებდი გავმხდარიყავი დედა..." - ღუდუშაურის კლინიკაში გაჩენილი ტყუპის დედის ემოციები
თბილისის ღუდუშაური კლინიკა სასიხარულო პოსტს აქვეყნებს:

„მე თეკო ნემსიწვერიძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ტყუპის, სანის და დანის დედა გავხდი. მეც სამი ტყუპიდან ერთ-ერთი ვარ. დაბადების შემდეგ მაქვს ცერებრალური დამბლა, ამ დიაგნოზის გამო, არ მეგონა, თუ მეც შევძლებდი გავმხდარიყავი დედა. როდესაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ემოცია გაორმაგდა, როდესაც მითხრეს, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ნამდვილად არ იყო ადვილი 35 კვირის ვადამდე მოსვლა, გამიმართლა, რომ ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმების ხელში აღმოვჩნდი... 35-ე კვირაზე ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად ჩემი
დანი და სანი 2 კგ და 2,200 კგ მოევლინენ ქვეყანას. ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, ამ საოცრების ნაწილი თუ ვიქნებოდი და ხელში დავიჭერდი ჩემს ტყუპს. უდიდესი მხარდაჭერა მქონდა მთელი ორსულობის განმავლობაში ჩემი მეუღლისგან, რამაც ძალიან გამაძლიერა. მინდა ყველა დედას ვუთხრა, შესაძლებლობები შეუზღუდავია, მე შევძელი და გავხდი დედა, შეძლებ შენც!“
5446
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნანული
0
ხომ შეიძლება სანდრო და დანიელი ერქვას და შემოკლებით სწერდნენ სახეებს,მთავარია ბავშვები ჯანმრთელებია ,ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელები გაეზარდნენ,,,,
18:34 / 15-09-2021
ტატუსია-1
1
პირველი-სანი და დანი არის ალექსანდრე და დანიელი,თუარ იცით,გიხსნით აგერ.მერე - რა თქვენი საქმეა ადამიანი თავის შვილს რა სახელს დაარქმევს?!
10:49 / 13-09-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი