"ლიბერთის" ახალმა გუნდმა ახალი სტრატეგია წარადგინა
"ლიბერთის" ახალმა გუნდმა ახალი სტრატეგია წარადგინა
კოვიდრეგულაციების სრული დაცვით შეკრებილ მედიას, ბიზნესსექტორს და ეკონომიკის ექსპერტებს "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ბანკის ახალი გუნდი და განვითარების ახალი სტრატეგია გააცნო. ბანკი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს და წლების განმავლობაში, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებელს, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბანკის გენერალური დირექტორი, ვასილ ხოდელი ამბობს, რომ "ლიბერთის"ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროების მქონე მომხმარებლისთვის.

"ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" - ასეთი სახელი შეურჩია ბანკის ახალმა გუნდმა სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება
და რომლის მიზანია "ლიბერთის" მომხმარებელს მის საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებული, გამარტივებული და კომფორტული მომსახურება და პროდუქტები შესთავაზოს. მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა; უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა; ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება; ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორაციული კულტურის დანერგვა - ეს იმ იმ ერთიანი ხედვის ძირითადი კომპონენტებია, რომელიც "ლიბერთიმ" ახალი ცხოვრების საფუძვლად და დასახულ მიზნად გაიხადა.

საინტერესო და აღსანიშნავია, რომ "ლიბერთის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) წარმოადგენს. როგორც ვასილ ხოდელმა შეხვედრაზე დააანონსა, ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება CSR სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით და ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით. "ლიბერთი ბანკი" უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის
ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს.

"დღეს, ლიბერთის ახალ გუნდთან ერთად წარვადგინეთ კომპანიის ახალი ხედვა და სტრატეგია. მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, გულისხმიერი და მზრუნველი - ეს არის ჩვენი - "ლიბერთის" გუნდის თითოეული წევრის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურება გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.
"ლიბერთი"ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური ბანკი და მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენი გეგმებისა და დასახული მიზნების უკან სწორედ ის 5 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

ვფიქრობ, ჩვენი მიზანი - გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და მათი ბიზნესის ცხოვრება, მუდმივად შევთავაზოთ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები - შესაძლებლობას მოგვცემს განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი "ლიბერთი" - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

ბანკმა, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს, მიზანად დაისახა გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი ყველა ასაკისა და საჭოროების მქონე ადამიანისთვის. მომხმარებელზე ორიეტნრირებული, მარტივი, გასაგები და მზრუნველი - სწორედ ეს იქნება "ლიბერთისთვის" ამოსავალი წერტილი მომხმარებელთან ურთიერთობისას. "ლიბერთის" ახალი გუნდის ახალი სტრატეგიის გაცნობისას, დამსწრე საზოგადოებას დარჩა მოლოდინი, რომ ბანკის ამგვარი აქტივობა გაზრდის კონკურენცია საბანკო სექტორში, რაც შესაბამისად გაზრდის მომხმარებელის ხელმისაწვდომობას ახალ, მრავალფეროვან და ხელსაყრელ საბანკო პროდუქტებზე.

R
300
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი