"40 წლის შემდეგ აღარ ელოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ ოცნების პრინცს, რადგან იცი - მის გარეშეც დედოფალი ხარ!" - როცა ქალი 40 წლის ხდება...
"40 წლის შემდეგ აღარ ელოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ ოცნების პრინცს, რადგან იცი - მის გარეშეც დედოფალი ხარ!" - როცა ქალი 40 წლის ხდება...
იყო დრო (ჩემი შვილების ტოლი რომ ვიყავი), როდესაც 40 წელი ლამის ცხოვრების დასასრული მეგონა. რაღაც გაგებით ასეც არის! სრულდება ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება მეორე, არანაკლებ მშვენიერი და საინტერესო. ამასობაში სამყარო თვითონ ქმნის კოსმოსს შენს ცხოვრებაში, ფილტრავს და ალაგებს მოვლენებს და 40 წლის შემდეგ შენ გვერდით მხოლოდ შენი ადამიანები რჩებიან, მხოლოდ ისინი, ვისაც უყვარხარ და გიყვარს.. ვინც ერთგულებისა და მეგობრობის ფასი იცის.. ვისთვისაც იგივე ადამიანური ღირებულებებია ფასეული, რაც შენთვის..
40 წლის შემდეგ უფრო აფასებ ცხოვრებისეულ ,,წვრილმანებს" - გულწრფელ ღიმილს, კარგ
ყავასა და კარგ მეგობრებს.. სიხარულით გავსებს ,,ჩვეულებრივი" მოვლენები- მზის ჩასვლა-ამოსვლა, ვარდის ფურცელზე შერჩენილი ცვარ-ნამის ციალი, წვიმით დამბალი სველი მიწის სურნელი..
40 წლის შემდეგ ზუსტად იცი, რომ მატერიალურ სიმდიდრეს არ მოაქვს ბედნიერება და ცხოვრების აზრი მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულშია..
40 წლის შემდეგ უფრო სხვანაირ, ღრმა და გააზრებულ სიყვარულს სწავლობ - საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა-შეყვარებას!
40 წლის შემდეგ აღარ ელოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ ოცნების პრინცს, რადგან იცი - მის გარეშეც დედოფალი ხარ! 
ნინო ვეკუა
2586
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი