პატარა ობოლი ბიჭუნა, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა, მედპერსონალმა რეიტუზებით სკამზე მიაბა. 3 წლამდე ასაკის ბავშვი სანკტ-პეტერბურგის კლინიკაში ბავშვთა სახლიდან მოხვდა. ის პალატაში სხვა, მშობლებთან ერთად მყოფი პატარების გვერდით აღმოჩნდა. იმ დროს, როცა ყველა ბავშვი თამაშობდა, ის საკუთარი რეიტუზით საბავშვო სკამზე იყო მიბმული. როგორც ჩანს, ექთნებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ბავშვს ზედმეტი ყურადღება და დევნა არ დასჭირვებოდა.
ეს ფაქტი კლინიკაში მწოლიარე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გადაიღო, რომელიც დღეების განმავლობაში აღშფოთებული იყო ბავშვის მიმართ გამოჩენილი არაადამიანობით.
ვიდეოზე ჩანს, რომ ბიჭუნა საბავშვო სკამში ზის და სხვა ბავშვების თამაშს ადევნებს თვალს. რამდენჯერმე წამოდგომას ცდილობს, თუმცა დაბმული ფეხები ამის საშუალებას არ აძლევს.
როგორც აღმოჩნდა, ბიჭს მარტო სკამზე ჯდომისას არ აბამენ. ის საწოლში ყოფნის დროსაც რიკულებზეა რეიტუზით მიბმული.
ვიდეო სწრაფად გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. საკითხით ადგილობრივი პროკურატურა დაინტერესდა, რომელიც ამ საკითხს სწავლობს.