"ისთ ფოინთი" ბავშვების ბიზნეს-იდეების მხარდასაჭერად გრანდიოზულ პროექტს იწყებს
"ისთ ფოინთი" ბავშვების ბიზნეს-იდეების მხარდასაჭერად გრანდიოზულ პროექტს იწყებს
გართობისა და დასვენების ქალაქი "ისთ ფოინთი" ბავშვებისთვის ახალ, საინტერესო პროექტს იწყებს და იწვევს ყველას, ვისაც აქვს საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, ქმნის სხვადასხვა ნივთს და სურს, ამის შესახებ სხვებმაც გაიგონ. კომპანიაში გადაწყვიტეს, შეექმნათ პლატფორმა, რომელიც ბავშვებს წაახალისებდა და საშუალებას მისცემდა, ფართო აუდიტორიისათვის გაეცნოთ თავიანთი ნაწარმი. მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ მარტივი რეგისტრაციაა საჭირო.

ბავშვების მარკეტზე თითოეულ აპლიკანტს ექნება საკუთარი დახლი და შეძლებს საკუთარი ნაწარმის გაყიდვას "ისთ ფოინთის" ცენტრალურ მოედანზე. მარკეტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ბავშვებს.

პროექტს ორი გამარჯვებული ეყოლება. ერთს ჟიური შეარჩევს, მეორე გამარჯვებული
კი ადგილზე, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზს 3000 ლარის ოდენობით, რომლითაც შესაძლებლობა ექნებათ, ბიზნესი და წარმოება კიდევ უფრო განავითარონ.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სარეგისტრაციო ფორმა სრულად იყოს შევსებული, თავად წამოწყების იდეა კი იყოს საინტერესო, ორიგინალური და პერსპექტიული.

"პროექტის მიზანია, წავახალისოთ ბავშვები, კარანტინისა და ონლაინ სწავლების ფარგლებში ჩავრთოთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში, რაც ძალიან სასარგებლოა მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის, აღმოვაჩინოთ განსაკუთრებულად პერსპექტიული იდეები, გავაცნოთ საზოგადოებას და მივცეთ საშუალება და სტიმული ბავშვებს, რომ მეტად განავითარონ წამოწყებები", - ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

ღონისძიება ჩატარდება ღია სივრცეში, 25-26 სექტემბერს, "ისთ ფოინთის" ცენტრალურ მოედანზე და უსაფრთხოების ყველა ზომა მკაცრად იქნება დაცული.

პროექტს წარმოგიდგენთ სოლო.
R
995
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი