არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა - მშობლები

არტ-თერაპია - ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების კორექტირების შესაძლებლობა

2021-09-14 09:11:09+04:00

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, სა­თა­ვეს მისი ბავ­შვო­ბი­დან იღებს. ბავ­შვო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბი ან სწო­რად აღ­ზრდის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად­გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას...ისე­თე­ბად, რო­გო­რიც დღეს ვართ, ბავ­შვო­ბი­დან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ. სწო­რედ ამი­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით აღვზარ­დოთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ამით ჩვენ არა მხო­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აწ­მყოს, არა­მედ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ მო­მა­ვალ­საც ვქმნით.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენს შვი­ლებ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფსი­ქო­ლო­გია და მეც­ნი­ე­რე­ბა ჩვენ მიერ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ამის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი არტ-თე­რა­პი­აა, ფსქი­ო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც მუ­შა­ო­ბენ ბავ­შვებ­თან „თი­კოს სახ­ლში“, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში.

mshoblebi

თიკო ზე­ნა­იშ­ვი­ლი - ფსი­ქო­ლო­გი, „თი­კოს სახ­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი - არტ-თე­რა­პია ბავ­შვებ­თან ან, გნე­ბავთ, ზრდას­რუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­გუ­ლის­ხმობს. რად­გა­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და უნი­კა­ლუ­რია, არტ-თე­რა­პი­აყ­ვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი და ეფექ­ტუ­რი ტექ­ნი­კაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ბავ­შვებ­თან. ვი­ღა­ცას ცეკ­ვა უყ­ვარს, ვი­ღა­ცას - მუ­სი­კა, ვი­ღა­ცას ხატ­ვა უფრო ეხერ­ხე­ბა, ზოგს, მა­გა­ლი­თად, ქვი­შას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნებს, ზო­გის­თვის კი, ძერ­წვაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... არტ-თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ყვე­ლას, თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­უ­ძებ­ნო.

-კონ­კრე­ტუ­ლად, რაში გვეხ­მა­რე­ბა არტ-თე­რა­პია და გვაძ­ლევს თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბავ­შვი პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე სწო­რად გან­ვა­ვი­თა­როთ?

-გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ ერთი სა­კი­თხია. მე­ო­რე მხრივ, როცა ბავ­შვი ასეთ მა­სა­ლებ­თან მი­დის, მას­სიმ­შვი­დე და და­ცუ­ლო­ბის გან­ცდა აქვს. სხვა გა­რე­მო­და სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც მან გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს, და­ძა­ბუ­ლო­ბას უქ­მნის. არტ-თე­რა­პია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, სა­დაც ბავ­შვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს, ამი­ტომ ის ლაღი და გახ­სნი­ლია. აქ არ არ­სე­ბობს ჩარ­ჩო და მი­თი­თე­ბე­ბი. ბავ­შვი აკე­თებს იმას, რაც თა­ვად სურს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასე­თი ხა­რის­ხი მას თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებს. ამი­ტო­მაა ეს ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც რა­ი­მეს სთხოვ­დით, ბავ­შვი გე­ტყო­დათ, რომ მას ეს არ შე­უძ­ლია ან მან ეს არ იცის. არტ-თე­რა­პი­ა­ში კი ამის­გან და­ზღვე­უ­ლი ხართ.

mshoblebi

გა­ი­გეთ მეტი: https://forms.gle/mpR8yMJLj3PGc1yQA

-თქვე­ნი შე­ფა­სე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა არტ-თე­რა­პი­ის სკო­ლებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვთან ამ მე­თო­დით მუ­შა­ო­ბა?

-არტ-თე­რა­პი­ის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ სკო­ლებ­ში, არა­მედ სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც სა­სურ­ვე­ლია. ბავ­შვთან ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა 3 წლი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია. არტ-თე­რა­პია ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სას­კო­ლო ასაკ­შიც. მისი მეშ­ვე­ო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გად ამუ­შა­ვებ იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრე­სებ­სა და ში­შებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს აწუ­ხებს. ასე­ვე მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამო­იც­ნო, აქვს თუ არა ბავ­შვს გარ­კვე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი ბა­ზი­სურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებ­ში, რად­გა­ნაც არტ-თე­რა­პი­ი­სას მისი ტკი­ვი­ლე­ბი და ში­შე­ბი ზე­და­პირ­ზე ამო­დის. მას შემ­დეგ, რაც სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ პრობ­ლე­მურ მხა­რე­ებს და­ა­მუ­შა­ვებს, ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­დე­გად, თა­ვად ბავ­შვსაც შე­უძ­ლია, სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დოს პრობ­ლე­მებს, დაძ­ლი­ოს ტკი­ვი­ლე­ბი და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ნაგ­რძოს გან­ვი­თა­რე­ბა.

ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რი მე­თო­დია სენ­სო­რუ­ლი დარ­ღვე­ვის მქო­ნე ბავ­შვებ­თან. სწო­რედ არტ-თე­რა­პია გვეხ­მა­რე­ბა, გა­რე­დან მო­მა­ვა­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სიგ­ნა­ლი და ინ­ფორ­მა­ცია მან სწო­რად აღიქ­ვას, გა­და­ა­მუ­შა­ოს და ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი გას­ცეს. ასე რომ, იმ ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ბავ­შვებ­თან ძა­ლი­ან ხში­რად ვხვდე­ბით, არტ-თე­რა­პია ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ტექ­ნი­კაა.