"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ
"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ
მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ხში­რად მოქ­ცე­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" ბავ­შვო­ბა­ზე, დე­და­ზე, მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­ზე სა­უბ­რობს.

რო­გორც მე­უ­ფე ამ­ბობს, მისი სა­ე­რო სა­ხე­ლი არის პა­ა­ტა და დღემ­დე ამ სა­ხელს მხო­ლოდ დედა ეძა­ხის.

"დე­და­ჩემს წა­მოს­ცდე­ბა ხოლ­მე და პა­ა­ტა­თი მომ­მარ­თავს, შვი­ლე­ბი სა­ხე­ლით არა­სო­დეს მომ­მარ­თავ­დნენ, რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს, ჩვე­ნი სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბით, მე ოჯა­ხი დავ­ტო­ვე და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­უღ­ლე­ზე აი­სა­ხა. ეს მოხ­და 1996 წელს, რო­დე­საც ბე­რად აღ­ვიკ­ვე­ცე. ჩემი და მე­უღ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას და­ე­ტყო ეს ამ­ბა­ვი, ისე ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. სამი გო­გოს მამა
ვარ. მე­უღ­ლე, რო­გორც მე­უ­ფეს, ისე მომ­მარ­თავს" - ამ­ბობს მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი.
მე­უ­ფე ბავ­შვო­ბა­საც იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ საკ­მა­ოდ ცელ­ქი ბავ­შვი იყო. რო­გორც გა­და­ცე­მა­ში ჰყვე­ბა ოჯახ­ში მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მისი თქმით, ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

"ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, დედა იყო ჟურ­ნა­ლის­ტი. ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი რომ გა­იხ­სნა, პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა მან და­ამ­თავ­რა. მყავ­და ერთი და" - ამ­ბობს მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი.

რო­გორც ამ­ბობს, მა­თე­მა­ტი­კა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო.

"კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბი თვლიდ­ნენ, რომ გე­ნი­ო­სი ვი­ყა­ვი. ეს იუ­მო­რით, რა თქმა უნდა. მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვით, რო­დე­საც კი­ნო­ში მივ­დი­ო­დით, კლა­სე­ლებს მშობ­ლე­ბი ეკი­თხე­ბოდ­ნენ, პა­ა­ტა მო­დის? თუ მივ­დი­ო­დი თა­ვი­სუფ­ლად უშ­ვებ­დნენ" - ჰყვე­ბა მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი.
იხილეთ ვიდეო
1039
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი