რას უძლებენ 16-17 წლის გოგონები მოდის სამყაროში - მოდელის ნაამბობი, რამაც "ვიქტორის სეკრეტის" ბნელი მხარე გამოავლინა
რას უძლებენ 16-17 წლის გოგონები მოდის სამყაროში - მოდელის ნაამბობი, რამაც "ვიქტორის სეკრეტის" ბნელი მხარე  გამოავლინა


29 წლის ავსტრალიელი მოდელი ბრიჯიტ მალკოლმი, რომელიც Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი "ანგელოზი" იყო, რამდენიმე წელია არ მუშაობს ამ ცნობილ ბრენდთან. თავის დროზე წერდნენ, რომ გოგონა 1,5 სანტიმეტრით გაზრდილი წელის სიგანის გამო დაითხოვეს. თუმცა გოგონა ამბობს, რომ თავად წამოვიდა იმ ფსიქიკური თუ სხვა პრობლემების გამო, რომლებიც შეუქმნა ამ კომპანიასთან მუშაობამ.

ბრიჯიტმა კარიერა ჩვეულად დაიწყო - პატარა ასაკში. აგენტები მაშინვე მოითხოვდნენ მისგან, რომ მაქსიმალურად გამხდარი ყოფლიყო, რადგან ასე მეტი შანსი ექნებოდა, სასურველი კონტრაქტები მიეღო.
გოგონა ცდილობ
და, შეენარჩუნებინა ფორმა, რამდენიმე დღეც კი არ ჭამდა და ვარჯიშობდა იქამდე, სანამ ძალა ეყოფოდა. ერთმა დამქირავებელმა ისიც კი ურჩია, ხშირად დაკავებულიყო სექსით და რამდენიმე აკრძალული პრეპარატიც ეცადა - თითქოსდა, ასე სულ ფორმაში იქნებოდა. მაშინ ბრიჯიტი 18 წლისაც არ იყო!
mshoblebi
Victoria’s Secret-თან ორი წელი მუშაობდა, თუმცა საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რა არაჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდათ ბრენდის წარმომადგენლებს მოდელებთან და მათ შრომასთან.

"კომპანიაში ყველა ამბობდა, რა მნიშვნელოვანი იყო სიგამხდრე. სამი დღეც კი მიშიმშილია. 10 წუთი მჭირდებოდა, რომ უბრალოდ კიბეზე ავსულიყავი, ისე გამოვიფიტე", - ყვება მოდელი. თანდათან არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა თავისი ქნა და ჯანმრთელობაც შეერყა. დღემდეგ მკურნალობს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების გამო.
mshoblebi
"სხეულიც ისე გამომეფიტა, როგორც ტვინი. შინაგანად თითქოს მკვდარი ვიყავი. იძულებით ვიღიმოდი, შინაგანად კი ყველაზე უბედური
ადამიანი ვიყავი. ხანდახან მოძრაობა და რაიმეს კეთებაც კი არ შემეძლო. უბრალოდ ვიწექი ძალაგამოცლილი...
მუდმივი დიეტების გამო თმა მცვიოდა, ფსიქიკური დარღვევები დამეწყო, ციკლი დამერღვა, დეპრესია, შფოთვები...", - ამბობს მოდელი.
ექიმებმა პოსტტრავმული სტრესი დაუდგინეს, გადამეტებული მუშაობის და დიეტებისგან გამოწვეული, დარღვევები საჭმლის მონელებაში და დეპრესია.
გარდა ამისა, ალკოჰოლზე დამოკიდებულიც გახდა. აცნობიერებდა, რომ ალკოჰოლის გარეშე სხვა ადამიანებთან ვეღარ ურთიერთობდა - ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უფრო თავდაჯერებული იყო.
mshoblebi
გოგონა ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა ამას ყვება, არის სურვილი, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს მოდის სამყაროში არსებულ პრობლემებს და შეუმსუბუქოს ცხოვრება სხვა მოდელებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს მოდის სამყაროში.
mshoblebi
ახლა მოდელი მოუწოდებს ყველას, უყვარდეთ თავიანთი სხეული და დაიცვან ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. მოდის ინდუსტრიაშიც დარჩა, თუმცა, საგულდაგულოდ არჩევს ბრენდებს, ვისთანაც თანამშრომლობს.

ბრიჯიტი ამბობს, რომ მთავარია, კომპანიამ არ აიძულოს მოდელი, "შეურაცხყოს" საკუთარი სხეული. თავად აღარ იცავს მკაცრ დიეტებს, უბრალოდ, ვეგანურ კვებაზე გადავიდა, რომელიც პოპულარულია ბოლო დროს მოდელებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის. არ მიირთმევს ცხოველურ საკვებს, რაციონში დატოვა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული პროდუქტები.
mshoblebi
ბრიჯიტი "ვიქტორია სიკრეტის" ჩვენებაზე

mshoblebi
1436
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები