“ 5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას“ - გიორგი ფხაკაძე
“ 5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას“ - გიორგი ფხაკაძე


პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის საგანგაშო შედეგებს ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, რომ აიცრან

“მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს.
ახლახან შემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა. დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

მეტრო უნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადამიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.

"დელტა" ვირუსი ვერაგია. ადრე მამაკაცებზე ვთქვი, სანამ დაგემართათ კოვიდი,
შთამომავლობაზე იზრუნეთ-მეთქი. გამლანძღეს, დამცინეს. დაახლოებით ერთი წლის წინ კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებში სპერმის ხარისხი ქვეითდებოდა. ამ ბოლო დროს წამოვიდა კვლევები, რომ არა მარტო სპერმის, არამედ ერექციის პრობლემებია, პრაქტიკულად იმპოტენციაზეა საუბარი. თუ გსურთ, მსგავს პრობლემებს ასცდეთ, აიცერით „ფაიზერით“ და იარეთ პირბადით.

5-10-12 წლის ბიჭს თუ დაემართა კოვიდი, ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლებელია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მომავალში პრობლემა შეექმნას. ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა უნდა ავიცრათ გარშემო, რომ ჩვენი ბავშვები გადავარჩინოთ! ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?! ანტივაქსერების სექტა, რომლებიც უარს აცხადებენ აცრასა და პირბადეზე საკუთარი უფლებების მოშველიებით. თქვენს უფლებებზე რომ ლაპარაკობთ, იმ პატარა ბიჭის უფლებებს ვინ იცავს?!

აბსოლუტურად ვეთანხმები საფრანგეთის გადაწყვეტილებას, სადაც მატარებელშიც კი ვერ ჩაჯდები, თუ არ ხარ ვაქცინირებული.
ძალიან ვნანობ, რომ საქართველოში არ არის ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის სათქმელს და გასაკეთებელს გააკეთებს! ხალხზე არავინ ფიქრობს! ეს ეხება პოზიციასაც და ოპოზიციასაც!" - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
იხილეთ ვიდეო
1792
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nino
1
ეხლა ბავშვებს ნისდექით არა?
12:55 / 20-09-2021
ლიკა
1
ამისმა მონაცვლეობით, კარგმა ცუდმა ამბებმა, ტვინი წაიღოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
09:38 / 19-09-2021
მსგავსი სიახლეები