„ორი ოჯახი ერთ ბინაში და ორი ქალი ერთ სამზარეულოში?“ - ვერა ბრეჟნევას პასუხი, როცა კონსტანტინე მელაძის მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე ჰკითხეს
„ორი ოჯახი ერთ ბინაში და ორი ქალი ერთ სამზარეულოში?“ -  ვერა ბრეჟნევას პასუხი, როცა კონსტანტინე მელაძის მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე ჰკითხეს

რუსეთში წასული ქართველი მომღერლებისა და მათი ოჯახების მიმართ ქართულ აუდიტორია ინტერესს არ კარგავს. მომღერალი ვერა ბრეჟნევა კონსტატინე მელაძის მეუღლეა, წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს, თუმცა მათთან ერთად ცხოვრობს ვერას 2 ქალიშვილი წინა ქორწინებიდან.
mshoblebi
ვერა ბრეჟნევასთვის კონსტანტინე მელაძე მე-2 ოფიციალური ქმარია, თუმცა მანამდე ერთი რეგისტრირებული ქორწინების გარდა, ერთი სამოქალაქო ქორწინებაც ჰქონდა. ერთი სიტყვით, ოჯახურ ცხოვრებაში საკმაო გამოცდილება დააგროვა და დაასკვნა, რომ წყვილი აუცილებლად ცალკე უნდა ცხოვრობდეს.
-09-18/maxresdefault-4-5.jpg" border="0" alt="mshoblebi" title="„ორი ოჯახი ერთ ბინაში და ორი ქალი ერთ სამზარეულოში?“ - ვერა ბრეჟნევას პასუხი, როცა კონსტანტინე მელაძის მშობლებთან ერთად ცხოვრებაზე ჰკითხეს " width="600" />
„თუ ცალკე ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, ნუ დაქორწინებდებით. თუ დაქორწინდით, მაშინ ცალკე გადასვლის საშუალება ეძებეთ“ - განაცხადა ვერე ბრეჟნევამ, როცა მას ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრებას.
„ორი ოჯახი ერთ ბინაში და ორი ქალი ერთ სამზარეულოში? ეს ორი ენერგიის შეტაკებაა. მათ თავისი ოჯახური წესები და ტრადიციები აქვთ, ჩვენ - ჩვენი. რა თქმა უნდა, ერთად ცხოვრების წინააღმდეგი ვარ“ - ამბობს ვერა, თუმცა ახლო მეზობლობა მისაღებად მიაჩნია.
„ერთ სადარბაზოში ან გვერდით ეზოში ცხოვრება ცუდი სულაც არაა, პირიქით, სახალისოა, მაგრამ ერთად - არავითარ შემთხვევაში“ - აცხადებს ვერა ბრეჟნევა. მას და კონსტანტინეს მართლაც არასდროს უცხოვრიათ ერთმანეთის მშობლების გვერდით.
ახალგაზრდა წყვილი ცალკე ცხოვრებას ფსიქოლოგებიც ამართლებენ.
„ოჯახური კონფლიქტების 40% სწორედ მშობლების ჩარევის გამო იწყება. დედამთილების უმრავლესობა ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ მათი საყვარელი ვაჟისთვის
მთავარი ქალი ახლა მეუღლეა და არა დედა. ეს ფაქტი უნდა მიიღოთ და ბრძენი დედამთილები ასეც იქცევიან. ისინი კი, ვინც ასაკთან ერთად სიბრძნე ვერ დააგროვა, რძალთან მეტოქეობას იწყებენ.
როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს რძალი? ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა ეჭიროს თავი. წვრილმანების გამო კონფლიქტში არ უნდა შევიდეს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეუღლის მხარდაჭერა. თუ მეუღლე მხარს არ გიჭერთ, დაფიქრდით, გიღირთ მთელი ცხოვრების ურთიერთობის რკვევასა და კინკლაობაში გატარება“, - ამბობს ფსილოგი ოლღა რომანინი.

27890
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ვაიჰ
0
ჩემ შემთხვევაში ასე იყო დედამთილი, მამამთილი,ქმარს გაშორებული მული ბავშვით,და ნათესავები მეზობლად ცხოვრობდნენ ისინიც ჩვენთან ისხდნენ,ფინანსურად უნდა იყო დამოუკუდებლად
22:38 / 19-09-2021
გიო
6
ცალკე ცხოვრება კი არა ცოლი არ უნდა მოიყვანოო :დ
19:26 / 19-09-2021
მსგავსი სიახლეები