22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. მას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს და 9 ტყვია ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკას დედა იზა კვარაცხელია იტალიიდან შვილის მკვლელობის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ამბობს, ის შვილის მკვლელს ყველაფერს პატიონს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი დარეჯანნ კვარაცხელია ავრცელებს.
"მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია.
უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინმაც ნიკოს მკვლელი გაზარდა" - თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის ბიჭის ნიკოს დედამ. განაგრძეთ კითხვა