ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში მოკლული ნიკა კვარაცხელიასა და დედამისის ფოტოს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდას ოჯახი აპირებს ნიკა კვარაცხელიას სახელობის სტიპენდია დააწესონ.
"ეს არის ნიკოს დედა, ჩემი მეგობარი საოცარი გოგო იზა! ხუთი შვილის დედა, რომელმაც გასაოცარი ბავშვები გაზარდა.
უფროსი იყო ნიკო. ოჯახის გადაწყვეტილებით გააგრძელებენ ნიკოს დაწყებულ საქმეს აქაც და უცხოეთშიც ასევე დააწესებენ ნიკოს სახელობის სტიპენდიას! მომავლის ბიჭის სახელობის მომავლის სტიპენდიას" წერს ნინო ზამბახიძე.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.