ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, 33 წლის ადელი (სრული სახელი ადელ ლორი ბლუ ედკინსი) ისე გარდაისახა, ხშირად ვერც ცნობენ თაყვანისმცემლები. მომღერალმა სპორტით და სხვადასხვა დიეტით 45 კილოგრამზე მეტი დაიკლო ბოლო ორი წლის განმავლობაში და ახლა ბრწყინვალედ გამოიუყურება. თუმცა საზოგადოებას გაუჭირდა მისი ახალი იმიჯის მიღება. ლამის ყოველი ახალი ფოტოს დადებისას აკრიტიკებენ თაყვანისმცემლები.
"ასე სწრაფად დაკლება, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ალბათ სტრესი აქვს. მაგრად გამოიყურება, მაგრამ გახდომამდე გაცილებით ლამაზი ქალი იყო", - წერენ მისი ფოტოების კომენტარებში. ზოგი ძველი ადელის დაბრუნებასაც კი ითხოვს.
სინამდვილეში, გარკვეულწილად მისი ტრანსფორმაცია პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსაც უკავშირდება. ადელმა საკმაოდ განიცადა განქორწინება 2019 წელს ბიზნესმენ საიმონ კონეკისთან, რომლისგანაც ჰყავს ვაჟი ანჯელო ჯეიმს კონეკი.
სწორედ განქორწინების პერიოდს დაემთხვა მისი ცვლილებები და ახლა მართლაც სრულიად გარდაქმნილია.
სულ ახლახან ბოიფრენდთან - რიჩ პოლთან ერთადაც კი გამოაქვეყნა ფოტო და საზოგადოება დაარწმუნა, რომ გარეგნულადაც და შინაგანადაც ბედნიერად გრძნობს თავს.