ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ორსულობის ბოლო თვეებში ამერიკაში იმყოფებოდა და იქვე იმშობიარა, სამშობლოში დაბრუნდა ქალიშვილთან ერთად. პატარა აივის საოცარი დახვედრა მოუწყვეს ოჯახის წევრებმა. დიდმა ბაბუამ ყვავილების თაიგულებით მოურთო სახლი, ბებიებმა კი უზარმაზარი ტორტი და გიგანტური დათუნია მიართვეს შვილიშვილს.
ვიდეოს და ფოტოებს ნანუკა ავრცელებს თავის ინსტაგრამზე. რაც შეეხება პატარა აივის, მშობიარობის შემდეგ ნანუკამ აღნიშნა, რომ არ სურს დიდხანს მისი ფოტოების გასაჯაროება, რომ დაიცვას ნეგატიური რეაქციებისგან.