მომღერალი და წამყვანი ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა. მას და აჩიკო ჯაფარიძეს პატარა სანდრო შეეძინათ. აჩიკოსთვის ის მეოთხე შვილია - მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი. ნატალიასთვის კი პირველი შვილია.
ცნობისათვის, მომღერალმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში გაიკეთა აცრა და სხვებსაც მოუწოდა ამისკენ.
შეგახსენებთ, ნატალია ეკა მამალაძის უმცროსი ქალიშვილია. ნატალიას ჰყავს უფროსი ძმები.