საქართველოში სასწავლო პროცესი თუ ყველა სკოლაში არა, მათ ნაწილში მაინც, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდება.მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კი მოსწავლეები უკვე ჩვეულ სასკოლო გარემოში არიან. ზოგიერთ სკოლაში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა (იგულისხმება აშშ-ის სკოლები), რის შემდეგაც, სამედიცინო წრეებში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის ყველა სკოლაში სავალდებულო გახდეს.
პარალელურად კი, სოციალურ ქსელებში ცირკულირებს მოსაზრება, რომ პირბადის ტარება მოზარდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როგორც Associated Press-ი წერს, აღნიშნული მოსაზრების უსაფუძვლო არგუმენტებს შორისაა ასეთი არგუმენტებიც - პირბადე იზიდავს მიკრობებს, ნახშირორჟანგი ორგანიზმში აღწევს არაჯანსაღ დონეს.
გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ მოზარდი პირბადეს ხშირად და დროულად შეცვლის, მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება და ეს წესი გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.
შესაძლოა თუ არა, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს? - AP წერს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის - არა, ვინაიდან აღნიშნულის დამამტკიცებელი არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
რაც შეეხება შესაძლო კავშირს, პირბადის ტარებასა და ბავშვის ფსიქოსოციალურ განვითარებას შორის, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და უმჯობესია, თუ პედაგოგთან და ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდება ატარებს თუ არა მოზარდი პირბადეს (შენიშვნა: ეს ეხება მხოლოდ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს).
AP-ის ცნობით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სკოლებში პირბადის ტარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მოზარდებში კორონავირუსის გადადება და გავრცელება. განაგრძეთ კითხვა