დღეს „სხვა შუადღის“ ეთერში ვარსკვლავთცვენა იყო. ცნობილი დედები და ერთი მამა აჩიკო სოლოღაშვილი პანდემიის ბავშვებთან ერთად იყვნენ მიწვეულნი. რუსკა მაყაშვილის, მაკო კვიტაიშვილის, ანკა ვასაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის შვილებმა ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრნდნენ, მშობლებმა კი პანდემიაში ორსულობისა და შვილის გაზრდის სირთულეებზე ისაუბრეს.
აღმოჩნდა, რომ რუსკა დიდად არ იცავს იმ წესებსა და გაიდლაინებს, რასაც პედიატრები თუ ნაცნობ-მეგობრები ურჩევენ და თვლის, რომ ბავშვმა უკეთ იცის, რა და როდის უნდა. სხვათა შორის, წელს ჩვილ კატოსთან ერთად ზღვაზეც იყო დასასვენებლად და ამის შესახებ ისაუბრა კიდეც.
მაკო კვიტაიშვილი, რომელიც როგორც ქალების უმეტესობა, ვერ აცდა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, რუსკას რჩევებით გამოსულა მდგომარეობიდან.
ანკა ვასაძე, რომელმაც მეორე შვილი 11-წლიანი სხვაობის შემდეგ გააჩინა, ცდილობს მიჰყვეს თანამედროვე მიდგომებს, გრილად ჩააცვას პატარას და მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით გაზარდოს.
თეკლა ჟვანია