კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი ნინო მახარაშვილი-ბარათაშვილი გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ის გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მახარაშვილს კორონავირუსის გადატანიდან ორ თვეში სისხლის დაავადება დაუდგინდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
"შარშან დაინფიცირდა კორონავირუსით, ინფიცირების შემდგომ, ორ თვეში გახდა ცუდად და აღმოაჩნდა მრავლობითი მიელომა, სისხლის დაავადება. შემდგომ თურქეთშიც წაიყვანეს, სწორედ იქ დაუსვეს ეს დიაგნოზი. ბოლო 2 თვეა ძალიან ცუდად იყო, დღეს გარდაიცვალა" - გვიყვება მახარაშვილის ახლობელი.
ახალგაზრდა ლექტორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები, სტუდენტები და მეგობრები ეხმაურებიან: განაგრძეთ კითხვა