ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია გუშინ, 21 სექტემბერს დაკრძალეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ნიკას დედის სიტყვები, რომელიც მან შვილს უკანასკნელ გზაზე უთხრა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" პოსტს დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.
"ნიკოს გამორჩეულმა, გმირმა დედამ დღეს შვილს უთხრა: "უფალს ებარებიდეო დედა, როგორც შენ გვეტყოდიო, როცა სადმე მივდიოდითო. ცც, რათა მათ პასუხი აგონ ნიკოს მკვლელობისთვის. შემდეგ მოვიდეთ ნიკოს საფლავთან შენდობა ითხოვეთ და ერთად ვილოცოთო ნიკოს სულისთვის. მადლობა დედი იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე. ჩვენ ანასთან ერთად
ყველაფერს გავაკეთებთ შენი იდეების განხორციელებისთვის, იმ ანასთან, რომელსაც შენი გული მიუძღვენი".