ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზის დროს - ფსორიაზული ონიქოდისტროფია
ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზის დროს - ფსორიაზული ონიქოდისტროფია

ფრჩხილების დისტროფიული დაზიანება კანის თუ სხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიების დროს ხშირადგვხვდება. ზოგჯერ ეს დაზიანება იმდენად სპეციფიკურია, რომ ფრჩხილის ცვლილების მიხედვით, შესაძლოა, ვივარაუდოთ ესა თუ ის დაავადება. ფსორიაზისდროსფრჩხილები საკმაოდ ხშირად ზიანდება, მასაც ახასიათებს სპეციფიკური გამოვლინება და, რიგ შემთხვევაში, იგი წინ უსწრებს ფსორიაზის კანზე გამოვლინებას. სხვადასხვა კვლევით ფსორიაზის დროს ფრჩხილების დაზიანების მაჩვენებელი სხვადასხვაა და იგი საშუალოდ შეადგენს ფსორიაზით დაავადებულთა 50%-ს.
უფრო ხშირად გვხვდება ფრჩხილების სათითესმაგვარი დაზიანება: ფრჩხილის ფირფიტაზე ჩნდება წერტილოვანი ჩანაჭდევები, რომლებიც ხშირად განლაგებულია რიგებად. მეორე ფორმა ლაქოვანია: ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ ჩნდებიან
არცთუ დიდი, რამდენიმე მილიმეტრი დიამეტრის, წითელი ფერის ლაქები, რომლებიც განლაგებულია ხშირად ფრჩხილის ირგვლივ მორგვთან. ფსორიაზული ონიქოგრიფოზი ფრჩხილების ფსორიაზის მესამე ფორმაა: ფრჩხილის ფირფიტა სქელდება, ხდება უსწორმასწორო, მორუხო-მოყვითალო ფერის. დაზიანებული ფრჩხილი შრევდება ან ემსგავსება ფრინველის კლანჭს, რომელიც ფრჩხილის საწოლიდან აწეულია ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზის გამო.

სხვა დაზიანება ფსორიაზის დროს არის ონიქოლიზისი, როდესაც ფრჩხილის ფირფიტა შორდება ფრჩხილის საწოლს და მათ შორის ჩნდება სიცარიელე. სხვა დაავადებების დროს გამოვლენილი ონიქოლიზისისგან განსხვავებით ფსორიაზის დიაგნოსტიკაში გვეხმარება ორაგულისფერი გამყოფი ზოლი, არსებული ჯანმრთელ და დაზიანებულ ნაწილებს შორის.
დიაგნოსტიკაში გვეხმარება, უპირველეს ყოვლისა, ფსორიაზული ონიქოდისტროფიის სპეციფიკური კლინიკური გამოვლენებები. ფრჩხილის სოკოვან ინფექციასთან დიფერენციაციისთვისგამოიყენება ფრჩხილის ლაბორატორიული, კერძოდ, მიკროსკოპული გამოკვლევა. მნიშვნელოვანია კანზე ფსორიაზული გამონაყარის გამოვლენა, რაც გვეხმარება ფსორიაზული ონიქოდისტროფიის დადგენაში.
სამკურნალო
ღონისძიებები მოიცავს როგორც სისტემურ, ასევე ადგილობრივ თერაპიას. სისტემური თერაპიის საკითხი დგება ფსორიაზის სიმძიმის შესაბამისად, რაც თავისთავად გვეხმარება ფრჩხილის მკურნალობაშიც. ძალზედ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თერაპია, რისთვისაც გამოიყენება უპირატესად ადგილობრივი სტეროიდული მალამოები. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იყოს აცილებული ფრჩხილის მექანიკური დამუშავება - ტრავმირება რაიმე მეთოდით, რამდენადაც ამ შემთხვევაშიფრჩხილის საწოლის დაზიანების გამო ხდება ფრჩხილის მდგომარეობის გაუარესება (კებნერის ფენომენი).ფრჩხილის დაზიანების ჰიპერკერატოზული ფორმის დროს საუკეთესო საშუალებაა გამოყენებული იყოს კერატოლიზური საშუალებები, რაც ფრჩხილის ფირფიტას დაშლილი, გასქელებული მასებისაგან ათავისუფლებს და ჯანმრთელი ფრჩხილის ზრდას უწყობს ხელს.
R

955
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები