ნანუკა გულუა მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც დოჩის როლს ასრულებდა. მისი ქარიზმით, იუმორითა და მეგრული საუბრით მალევე დაამახსოვრა და შეაყვარა თავი საზოგადოებას. ვინაიდან ნანუკას ოჯახი არ ჰყავდა, მთავრი კითხვა მის მიმართ, რომელიც ისმებოდა იყო - „როდის თხოვდები“. დღეს გაეცა ამ მთავარ კითხვას პასუხი, რადგან ნანუკა გათხოვდა. ეს სასიხარულო ამბავი თავად აცნობა საზოგადოებას და ქმართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მისი რჩეული კახაბერ კაშიაა.
„კახაბერ კაშია. არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს, რომ ვაქებ. ჩემი “ოცდაყველა” კი არა, “ასყველა” წელი ღირდა, რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ :)) მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა!!! რა კარგია, რომ “როდის თხოვდები” დავასრულეთ“.
თეკლა ჟვანია