თუ გაქვს 1 წუთი და გინდა შაბათ-კვირა პროდუქტიულად გაატარო, ინგლისურის ენის 1 წუთიანი ვიდეოები საუკეთესო გზაა, რომ ენა სწრაფად და მარტივად აითვისო.
English Book Education, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, Macmillan Education და საქართველოს პირველი არხის პროექტი “ტელესკოლა” 1 წუთიანი ვიდეოების სერიას იწყებს ყველასთვის, ვისაც ინგლისურის შესწავლა ან გაუმჯობესება მოკლე დროში სურს. ვიდეოები მოიცავს მრავალფეროვან თემებს, სწრაფ, საინტერესო და პროდუქტიულ გაკვეთილებს ინგლისური ენის მარტივად შესასწავლად. 1 წუთიან ვიდეო გაკვეთილებს მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი, ტელესკოლის ქართველი და უცხოელი მასწავლებლები წაიყვანენ. English in One Minute 18 სექტემბრიდან ყოველ შაბათ-კვირას პირველი არხის ტელესკოლის ეთერში გავა.
1 წუთიანი ვიდეო გაკვეთილები 7 კატეგორიას მოიცავს:
Vocabulary
1 წუთიან ვიდეო გაკვეთილებში მასწავლებელი არა მხოლოდ ახალ სიტყვებს აცნობს მაყურებელს, არამედ წარადგენს მარტივ წინადადებებსა და დიალოგებს, რაც სიტყვის მეტად გააზრებასა და დამახსოვრებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მოსწავლეებს აქვთ შანსი, რომ შეისწავლონ ახალი სიტყვის მნიშვნელობა, სწორი გამოთქმა და კონტექსტში გამოყენება სულ რაღაც 1 წუთში.
Grammar
გრამატიკული წესების დამახსოვრება მარტივია, თუ ჩვენს 1-წუთიან ვიდეოებს უყურებ. ლაკონიურად და სხარტად ახსნილი წესები, პრაქტიკული მაგალითები და კონტექსტუალური განმარტებები მოსწავლეებს, დიდი ძალისხმევის გარეშე, ენის სწრაფად ათვისებაში ეხმარება.
Pronunciation
თუ ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმა შენთვის დიდი გამოწვევაა, ჩვენი უცხოელი მასწავლებლები ბგერების წარმოთქმის უმარტივეს გზებს გასწავლიან. გაეცანი ტრანსკრიფციას, მოისმინე და გაიმეორე სიტყვები ტელესკოლის გამოცდილ მასწავლებელთან ერთად. ჩვენი 1 წუთიანი ვიდეოები დაგეხმარება სწორი გამოთმების მარტივად დაუფლებაში ბევრი ენერგიისა და დროის დახარჯვის გარეშე.
Phrasal Verbs
ფრაზული ზმნები ენის ინდივიდუალიზმისა და კულტურის გამომხატველია. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა კი მათი დამახსოვრება და სწორ კონტექსტში გამოყენებაა. 1-წუთიან ვიდეოებში ჩვენი პედაგოგები დასამახსოვრებელი სიტუაციების დახმარებით ნათლად განმარტავენ და ხსნიან კონკრეტულ ფრაზულ ზმნებს.
British VS American English
ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს შორის სპეციფიკური განსხვავებები ხშირად ენის შემსწავლელთათვის დამაბნეველია. English in One Minute მოსწავლეებს გააცნობს ძირითად ლექსიკასა და წერის თავისებურებებს მარტივ მაგალითებთან ერთად, რომ მაყურებლებმა ბრიტანული და ამერიკული ინგლისურის გარჩევა უმოკლეს დროში შეძლონ.
Slang
სლენგი ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. თუ გსურს თავისუფლად შეძლო ინგლისური სლენგის გაგება და საუბარი, ჩვენი 1 წუთიანი ვიდეოები დაგეხმარება. გაეცანი ახალ ფრაზებს, ნახე მათი გამოყენების წესი პრაქტიკულ მაგალითებში და გახდი უკეთესი მოსაუბრე ინგლისურ ენაზე.
English in Films
საყვარელ ფილმებთან ერთად ინგლისური ენის დაუფლება ბევრად უფრო მარტივია. მოსწავლეები შეძლებენ ახალი ლექსიკის ათვისებას, ყოველდღიური ფრაზების გაცნობასა და მათ კონტექსტში გამოყენებას ფილმის ეპიზოდზე დაყრდნობით. შაბათ-კვირას გაატარე დრო სასიამოვნოდ შენს საყვარელ ფილმებთან ერთად და გაიუმჯობესე ინგლისური 1 წუთში.
English in One Minute ვიდეოების სანახავად ეწვიეთ საიტს
R