მომღერალ ვერიკო ტურაშვილის მამა კორონავირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ვერიკო ტურაშვილის მშობლები თითქმის ერთ პერიოდში დაინფიცირდნენ. მაშინ მომღერალი წერდა, რომ დედა ვაქცინირებული იყო, მამა კი "აცრიდან გაექცათ".
"ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid 19-ით. დედას აცრა ქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. აი, შედეგიც შესაბამისად განვითარდა, დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძაან მძიმედ არის და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ.
ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია, დავძლევთ. აიცერით, ხალხო, საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ...“ - წერდა მომღერალი დაახლოებით ერთი თვის წინ. თუმცა მისი იმედები არ გამართლდა და მამის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.