წასახემსებელი, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა
წასახემსებელი, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა
ბავშვთა ჯანსაღი კვება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ის მოიცავს სრულყოფილ საუზმეს, ბოსტნეულითა და ხორცეულით გაჯერებულ სადილს, ხილს, სითხის საჭირო რაოდენობას და წასახემსებელს, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ. თუმცა არასწორად შერჩეული წასახემსებელი შეიძლება იმდენად მავნე აღმოჩნდეს, რომ მთელი დღის ჯანსაღად კვება წყალში ჩაყაროს.

მაგალითად, პატარებს ძალიან უყვართ კანფეტი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და არც ერთ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთერებას. მათთვის, ასევე, ძალიან საყვარელია ჩიფსი და კრეკერი, რომელზეც უარის თქმა უფროსებსაც კი უჭირთ მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არის
სასარგებლო პროდუქტი.

ძირითად კვებებს შორის წახემსება ბავშებს ძალიან უყვარს. ამ შემთვევაში, ჩვენი ყურადღება მიიქცია Arla-ს ყველის ჩხირებმა, რომელიც ბოლო დროს მშობლებშიც და ბავშვებშიც ძალიან პოპულარული პროდუქტია, რადგან მის შემადგენლობაში იმ რაოდენობის პროტეინი და კალციუმი შედის, რასაც ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს. ის უშუალოდ რძის ნაღებისგანაა დამზადებული და რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში პედიატრების მიერ, არაერთ ქვეყანაში.

Arla-ს ყველის ჩხირებში შემავალი პროტეინი და კალციუმი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერებებია. მაგალითად, კალციუმზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვების და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება. მისი დეფიციტის დროს ბავშვებში ვითარდება რაქიტი და ფერხდება სიმაღლეში ზრდა.
mshoblebi
ასევე,
ძალიან აუცილებელია, რომ ბავშვმა ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის პროტეინები მიიღოს. მისი საშუალებით იზრდება კუნთოვანი მასა, უმჯობესდება ორგანიზმის აღდგენის უნარი, ძლიერდება იმუნური სისტემა, რეგულირდება მადა. მადის დარეგულირება კი ნებისმიერ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია.

კალცისა და პროტეინების მიღების საუკეთესო გზა რძის ნაწარმია, რომელიც ხშირად ბავშვებს არ უყვართ და საჭირო რაოდენობით არ იღებენ. ყველის მიღება ყველაზე პრობლემურია ხოლმე მისი სპეციფიკური გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე. ის კი კალცის ნამდვილი საბადოა. ამ შემთხვევაში ყველის ჩხირები საუკეთესო გამოსავალია. ის უსარგებლო წასახემლის მიღებისგან დაგიცავთ და ამავდროულად, საჭირო ნივთიერებებისა და მინერალების მიღებაში დაეხმარება ბავშვს.

"არლას" ბრენდის სხვა პროდუქციის მსგავსად, ყველის ჩხირების შეძენა "ევროპროდუქტის" მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

Arla-ს ყველის ჩხირების ხარისხის გარანტია მისი მწარმოებელი ბრენდია. ეს არის რძის პროდუქტების მწარმოებელი დანიური ბრენდი საუკუნოვანი გამოცდილებით. დანია სკანდინავიური ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ წარმოებული პროდუქცია განსაკუთრებულად სუფთა და სასარგებლოა, რადგან სკანდინავიური ქვეყნები მსოფლიოში ცნობილია ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადებით, ყველანაირი ხელოვნური დანამატის გარეშე.
„არლას“ ყველის ჩხირები ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ ბავშვთა ჯანსაღი კვების რეჟიმი, მართლაც სრულყოფილი გახადოთ და ის მავნე წასახემსებლების მიღებისგან დაიცვათ.
R
3360
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
eka
0
და რა ღირს? ევროპროდუქტში გასაგებია რაც ეღირება...ეს არ არის სიკეთე ეს არის პროდუქტის გასაღების გზა...და ეს ერთი ნაჭერი ტველი მიუწვდომელი ფასი იქნება მასისთვის//
12:11 / 10-10-2021
Tam
0
რატომ დანია .საქართველოში არ შეიძლება მსგავსი რამე დამზადდეს? ეს შემოიტანა ვიღაც ,,ჭკვიანმა,, და უკეთებს მარკეტინგს თავის სასიკეთოდ.
12:20 / 28-09-2021
მსგავსი სიახლეები