როგორია ნაწლავური მიკროფლორა სხვადასხვა ტიპის კვების დროს და რატომაა რძემჟავა საკვები სასარგებლო
როგორია ნაწლავური მიკროფლორა სხვადასხვა ტიპის კვების დროს და რატომაა რძემჟავა საკვები სასარგებლო
2010 წელს იტალიელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევის შედეგი გამოაქვეყეს. მათ შეისწავლეს ერთიდაიგივე ასაკის ბავშვების ნაწლავური მიკროფლორა ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ადგილას - ქალაქ ფლორენციასა და ბურკინა ფასოს ერთ პატარა სოფელში.
შედეგები გასაოცარი იყო - ცივილიზაციისაგან შორს, მიყრუებულ სოფელში, სადაც ძირითადი საკვები რთული ნახშირწყლები და ცილები იყო, ბავშვებს გაცილებით მდიდარი და ჯანსაღი ნაწლავური ფლორა ჰქონდათ, ვიდრე ფლორენციელ ბავშვებს ე.წ. დასავლური დიეტით.
გაცილებით ადრე, ჩვ. წ. აღ-მდე 76 წელს პლინიუს უფროსს, რომაელ ბუნებისმეტყველსა და ფილოსოფოსს, ეკუთვნის იდეა იმის შესახებ, რომ მჟავე რძე ძალიან უხდება
კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.

ამ საკითხის აქტიური შესწავლა 1857 წლიდან ლუი პასტერმა ლაქტობაქტერიების აღმოჩენით დაიწყო. ნობელის პრემიის ლაურეატს, ილია მეჩნიკოვს კი ეკუთვნის თეორია იმის შესახებ, რომ ბაქტერიებს ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მეჩნიკოვის მოსაზრებით, ადამიანის დაბერების პროცესი სწორედ ნაწლავურ მიკროფლორას უკავშირდება, ამიტომ ის რძემჟავა ბაქტერიების შემცველ პროდუქტებზე დაფუძნებულ დიეტას უჭერდა მხარს.

ჩვენს ნაწლავებში დაახლოებით 1000 სახეობის მილიონობით ბაქტერია ბინადრობს, რომელთა კრებითი მიკრობიოტაა. ამ ბაქტერიების როლი ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაცვა, საკვების მონელების პროცესში მონაწილობა, იმუნურ სისტემის გაძლიერებაა. და არამხოლოდ. ბოლო წლებში გაირკვა, რომ ისინი ჩვენს გუნება-განწყობაზეც ზრუნავენ - სწორედ მიკრობიოტას მიერ გამომუშავდება თავის ტვინზე მოქმედი ბევრი ნივთიერება, მათ შორის სეროტონინიც, რომელიც ჩვენს გუნება-განწყობაზე ზრუნავს.

მაგრამ არ გეგონოთ,
მხოლოდ ბაქტერიები ზემოქმდებენ ჩვენზე. ადამიანსაც შეუძლია, შეცვალოს მიკრობიოტას შემადგენლობა. სტრესი, უძილობა, კვების ტიპი, ანტიბიოტიკები მნიშვნელოვნად ცვლის ბალანსს ჩვენს ნაწლავებში.
გამომდინარე „მეგობარი ბაქტერიების“ მნიშვნელობიდან, სულ უფრო პოპულარული ხდება პრობიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიის მედიკამენტური ფორმები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ბაქტერიების მიღება საკვებიდანაც შეიძლება.
პირველ რიგში, დედის რძე შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს და ოლიგოსაქარიდებს, რაც ამ ბაქტერიების ნაწლავებში გამრავლებას უწყობს ხელს.

ბუნებრივი პრობიოტიკების საუკეთესო წყაროა რძემჟავა პროდუქტები. მათ დასამზადებლად სპეციალური დედოები გამოიყენება.
რა არის დედო? ეს რძემჟავა და სხვა სასარგებლო ბაქტერიების ზუსტად განსაზღვრული რაოდენობის ნაკრებია, რომელიც რძის ფერმენტაციას იწვევს. ამ პროცესში უამრავი აქტიური, სასარგებლო ნივთიერება გამომუშავდება. სწორედ ეს ბაქტერიები და რძის ფერმენტაციის შედეგად მიღებული ნივთიერებები ხდის რძემჟავა პროდუქტებს სასარგებლოს.
ამ პროდუქტებში ცილა ნაწილობრივ გახლეჩილია, რძის შაქარი - ლაქტოზა კი დაშლილი, ამიტომ ისინი უფრო ადვილი მოსანელებელი და ნაკლებად ალერგიულია.

რძის ფერმენტაციის პროცესში წარმოქმნილი რძემჟავა ხელს უშლის ნაწლავებში ლპობით პროცესებს და ეხმარება სასარგებლო ბაქტერიებს ზრდა-განვითარებაში.
ფერმენტირებულ რძემჟავა პროდუქტებში უფრო მეტი B ჯგუფის ვიტამინია, რაც ორგანიზმის ენეგეტიკული პროცესების წარმართვის, სისხლწარმოქმნის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი.
რძემჟავა პროდუქტებიდან უფრო აქტიურად შეიწოვება კალციუმი, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ძვლების განვითარებისათვის.
მარკეტების თაროები სავსეა რძემჟავა პროდუქტებით, მაგრამ როგორ შევარჩიოთ სასარგებლო საკვები სწორად?
პირველ რიგში დააკვირდით შენახვის ვადას. რაც უფრო ხანგრძლივად ინახება რძემჟავა პროდუქტი, მით მეტია შანსი, რომ მასში ცოცხალი ბატერიები არ არის, ამიტომ არც შესაბამის დადებით ეფექტებს უნდა ველოდოთ.

ცოცხალი ბაქტერიების შემცველი საკვების შენახვის ვადა ხანმოკლეა, უპირატესობა სწორედ ასეთ საკვებს მიანიჭეთ.
ყურადღებით დაკვირდით ეტიკეტს - ზოგჯერ პროდუქტები უბრალოდ რძემჟავას, სხვადასხვა შემასქელებლებს და კონსერვანტებს შეიცავს. ასეთი საკვები იმ ფუნქციას ვერ შეასრულებს, რაც ცოცხალი ბაქტერიების შემცველ რძემჟავა პროდუქტებს შეუძლია.
ცოცხალია თუ არა ბაქტერიები შეძენილ საკვებში, მარტივი გასაგებია. გააჩერეთ გახსნილი პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღე - ცოცხალი ბაქტერიების შემცველი რძემჟავა პროდუქტი ამჟავდება, ხოლო „მკვდარი“ საკვები დაობდება.

დაბოლოს, თუ თქვენ გსურთ, შინ მოამზადოთ ნატურალური სანდო და ნამდვილად სასარგებლო რძემჟავა პროდუქტები შესაბამისი შტამის ცოცხალი ბაქტერიებით, სადაც სწორედ ის ბაქტერიებია და თან იმ ზუსტი რაოდენობით, რაც პროდუქტს განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის, ჩემს აღმოჩენას გაგიზიარებთ - სცადეთ VIVO-ს დედო და თავად შესძლებთ კეფირის, ფიტნეს-იოგურტის, ხაჭოს, არაჟანის და გემრიელი, სასარგებლო საბავშვო იოგურტის შინ მომზადებას.

თამარ ობგაიძე
R
117
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები